ევროკავშირის მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში 2026 წელს

გსურთ თქვენი ბიზნესის განვითარება?

ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოციალური საწარმოების განვითარებას დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფით, საგრანტო პროგრამებითა და ბიზნესის მხარდამჭერი სერვისებით. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, იპოვოთ ევროკავშირის პარტნიორი შესაბამისი ორგანიზაციები და მოიძიოთ ინფორმაცია თუ როგორ მიიღოთ არსებული მხარდაჭერა.

ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია EU4Business Facility და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება მათსავე ღია წყაროებში გამოქვეყნებულ მასალებსა და განცხადებებს.

მჭირდება სესხით დაფინანსება

გსურთ სესხის აღება ბიზნესში ინვესტირებისთვის ან კაპიტალის შევსებისთვის? გაიგეთ, რომელი ქართული ბანკები მონაწილეობენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საფინანსო პროგრამებში.

როგორ მუშაობს ევროკავშირის მხარდაჭერილი დაფინანსება?

ევროკავშირი უშუალოდ ბიზნესებს სესხებს არ აძლევს. ამის სანაცვლოდ, ევროკავშირის დაფინანსება ხელმისაწვდომია პარტნიორი ევროპული თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და საქართველოში მოქმედი პარტნიორი ბანკების მეშვეობით. პროგრამის მიხედვით, ბიზნესმა შესაძლოა ისარგებლოს საინვესტიციო სესხებით, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებით, სესხის გარანტიებით, შეღავათიანი საკრედიტო პირობებით ან სესხთან დაკავშირებული გრანტებით.

საიდან დავიწყო?

თუ ეძებთ დაფინანსებას, დაუკავშირდით მონაწილე პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან ერთ-ერთს:

თითოეული ინსტიტუტი გთავაზობთ განსხვავებულ ფინანსურ პროდუქტებსა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილია ერთზე მეტ ბანკს დაუკავშირდეთ.

რა უნდა ვკითხო ბანკს?

სესხის ოფიცერთან საუბრისას იკითხეთ, გთავაზობთ თუ არა ბანკი ამჟამად ევროკავშირის ან საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამებს. ასევე შეგიძლიათ იკითხოთ: რომელი საფინანსო პროდუქტებია ამჟამად ხელმისაწვდომი; მოიცავს თუ არა ისინი შეღავათიან საკრედიტო პირობებს, გარანტიებს ან წამახალისებელ გრანტებს; აკმაყოფილებს თუ არა თქვენი ბიზნესი ან საინვესტიციო პროექტი შესაბამის მოთხოვნებს; რა დოკუმენტებია საჭირო; და ჩვეულებრივ რამდენ დროს მოითხოვს განაცხადის განხილვის პროცესი.

ბიზნეს გეგმის ან განაცხადის სხვა დოკუმენტების მომზადებამდე გაესაუბრეთ სესხის ოფიცერს. ბანკებს შესაძლოა განაცხადის წარდგენის განსხვავებული პროცედურები, დოკუმენტების შაბლონები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჰქონდეთ.

ვეძებ გრანტებს

გაეცანით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მართავენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროგრამებს მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, მწვანე ბიზნესის, ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციების მხარდასაჭერად.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგრანტო შესაძლებლობები მუდმივ რეჟიმში არ არის ხელმისაწვდომი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შემსრულებელი ორგანიზაციები მათ პერიოდულად აცხადებენ. შესაბამისად, ბიზნესებმა ინფორმაციის მისაღებად რეგულარულად უნდა ადევნონ თვალი მათ ვებსაიტებსა და სოციალური მედიის არხებს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოიწერონ ნიუსლეთერი. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის სოციალური მედიის გვერდებს საქართველოში (Facebook, Instagram, X) და მათ სპეციალურ ვებგვერდებს, სადაც განთავსებულია სიახლეები და ინფორმაცია ევროკავშირის მიმდინარე პროექტებზე.

ორგანიზაციები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საგრანტო შეთავაზებები

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

მხარს უჭერს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ ბიზნესებს სურსათის უვნებლობის სისტემების გაძლიერებითა და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით. სიახლეებისთვის ადევნეთ თვალი FAO Georgia-ს Facebook-ის გვერდსა და FAO-ს გრანტების მართვის პლატფორმას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

ეხმარება აგრომწარმოებლებს შესაძლებლობების განვითარებაში, მდგრადი ფერმერული პრაქტიკის დამკვიდრებასა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაში. ადევნეთ თვალი საგრანტო განცხადებებსა და Facebook-ის გვერდს.

Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH

მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს, სამეწარმეო საქმიანობას, ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესის ზრდას შერჩეულ რეგიონებში.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ახალ ბაზრებზე გასვლასა და საბაზრო კავშირების გამყარებაში. ბიზნესებმა რეგულარულად უნდა ადევნონ თვალი UNDP-ის განცხადებებს ახალი კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ UNDP Procurement Notices-ის პლატფორმაზე ან შესაბამისი Smapply/Google Forms არხების მეშვეობით, აქტიური ციკლის შესაბამისად.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

მხარს უჭერს მწვანე მეწარმეობას, მდგრად ადგილობრივ განვითარებასა და გარემოსდაცვით ინიციატივებს.

ცვლილებებისა და ინოვაციების ინსტიტუტი (ICI)

მხარს უჭერს გარემოსდაცვით ინოვაციებს, მედეგობასა და მდგრად ბიზნეს ინიციატივებს.

World Vision საქართველო

მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს პრაქტიკას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და მწვანე მეწარმეობას. სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ადგილობრივ Facebook გვერდს.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)

ევროკავშირის თანადაფინანსებული პროგრამა „საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარება“, რომელიც სარწყავი წყლის მართვას ევროკავშირის წყლის პოლიტიკის სტანდარტებთან აახლოებს, მოიცავს საგრანტო კომპონენტს ზემო სამგორის სარწყავი ქსელის საპილოტე ზონისთვის — ფერმერულ დონეზე თანამედროვე სარწყავი სისტემების დასანერგად. AFD-ის მხარდაჭერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.afd.fr/en/businesses.

გოეთეს ინსტიტუტი საქართველო

მხარს უჭერს კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით. სიახლეებისთვის შეამოწმეთ Facebook გვერდი.

ბიზნესებს მოვუწოდებთ რეგულარულად ადევნონ თვალი ამ ორგანიზაციებს, რადგან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო შესაძლებლობები პერიოდულად ცხადდება და, როგორც წესი, შეზღუდული ვადით არის ხელმისაწვდომი.

მსურს ჩემი ბიზნესის განვითარება

ისარგებლეთ მენტორინგით, კონსულტაციებით, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერით, სამეწარმეო ტრენინგებითა და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებით.

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს იმ ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნეს კონსულტაციებს, ექსპორტის მხარდაჭერას, ინკუბაციას, აქსელერაციას, მენტორინგსა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას. პროგრამების უმეტესობა ხორციელდება ღია კონკურსების სახით, ამიტომ ბიზნესებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ორგანიზაციების ვებსაიტები და სოციალური მედიის არხები ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

ორგანიზაციები, რომლებმაც შესაძლოა შემოგთავაზონ ბიზნესის განვითარების პროგრამა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

მხარს უჭერს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ ბიზნესებს სურსათის უვნებლობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და SPS სტანდარტებთან შესაბამისობის პროგრამების მეშვეობით. სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ FAO Georgia-ს Facebook-ის გვერდს.

CENN

მხარს უჭერს სოფლად მოქმედ ბიზნესებს ბიზნესის განვითარების, ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის, მარკეტინგის, აგროტურიზმის განვითარებისა და მდგრადი ფერმერული ინიციატივების მეშვეობით.

გოეთეს ინსტიტუტი საქართველო

მხარს უჭერს კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიებს ბიზნესის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კონსულტაციების, ციფრული მარკეტინგის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებისა (networking) და ევროპულ კრეატიულ ბაზრებზე წვდომის გზით. სიახლეებისთვის შეამოწმეთ Facebook გვერდი.

UNDP საქართველო

ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს კონკურენტუნარიანობის ზრდაში, საბაზრო კავშირების გამყარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გაფართოებაში. ეს მოიცავს ექსპორტის მხარდაჭერას, ახალ ბაზრებზე წვდომას, პარტნიორების მოძიებასა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას.

Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH

ეხმარება კომპანიებს პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და ადგილობრივ თუ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც მოიცავს სერტიფიცირებას, ხარისხის მართვას, ლაბორატორიულ ტესტირებასა და ტექნიკურ კონსულტაციებს.

Cookies
This site uses cookies to offer you a better browsing experience. Find out more
I refuse cookies
I accept cookies