მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა > ფინანსების ხელმისაწვდომობა

DCFTA-ს აღმოსავლეთ ინიციატივა

თანხა: 
ა) საკრედიტო-საგარანტიო ხაზისთვის: სესხები 5 მილიონ ევრომდე; ბ) მიკროდაფინანსებისთვის: სესხები 25 000 ევრომდე
საინვესტიციო ფოკუსი : 
ყველა

DCFTA-ს აღმოსავლეთ ინიციატივა, ადგილობრივი მიკროსაფინანსო ინსტიტუტების  მეშვეობით გაცემული სესხებით, დახმარებას უწევს ყველაზე მცირე ბიზნესებს (მიკრო-საწარმოები, რომლებშიც თანამშრომელთა რიცხვი 10-ზე ნაკლებია), უზრუნველყოფს აგრარული პროდუქციის სექტორის დაფინანსებასა და ბიზნეს მხარდაჭერას და ეხმარება ადგილობრივ ბანკებს, გააუმჯობესონ სესხის გაცემის წესები და პირობები (უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი და უფრო დაბალი გირაო) მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტირებას ცდილობენ.

DCFTA-ს აღმოსავლეთ ინიციატივას გააჩნია სამი ძირითადი სფერო:

  • საკრედიტო-საგარანტიო ხაზი სთავაზობს SME სესხების გარანტიებს ადგილობრივ ბანკებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ გააუმჯობესონ სესხის გაცემის წესები და პირობები და ამ გზით უზრუნველყონ ფინანსებზე უფრო ფართო ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
  • მიკროდაფინანსება – გამოუყოფს სესხებს მიმზიდველი პირობებით მიკროსაფინანსოინსტიტუტებს, რათა გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მცირე ბიზნესისთვის.
  • ტექნიკური დახმარება – უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბანკების, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე საწარმოების მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მათ,გამოიყენონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობები, ასევე, დახმარებას უწევს მიკროსაწარმოებს მიკროდაფინანსების კონტექსტში.

პროგრამის აღწერა

მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია და შეავსეთ განაცხადი

თიბისი ბანკი
თიბისი ბანკის სათაო ოფისი
მარჯანიშვილის ქუჩა, 7, თბილისი 0160, საქართველო
ტელ.: +995 32 272727
www.tbcbank.com.ge

განმახორციელებელი პარტნიორი

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფი