საქართველოში ღვინის 8 ათასწლიანი ტრადიციის გადაქცევა წარმატებად

ბაია აბულაძე აწარმოებს პატარა მეღვინეობის ბიზნესს იმერეთში, საქართველოში, რომელიც იღებს აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ის დახმარებას, რომლის მიზანია, დაეხმაროს დარგებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირში ექსპორტის წარმოების მიზნით.
საქართველო
 | 

პროგრამის აღმოსავლეთში ინვესტიცია 2 ფარგლებში დაფინანსდა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის გამართვა, რომელიც ეხმარება ქართველ მეღვინეებს, როგორიცაა ბაია აბულაძე, ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებში.

26 წლის ბაია აბულაძე მეღვინეა დასავლეთ საქართველოს იმერეთის რეგიონიდან. მეღვინეობა ტრადიციული მამაკაცური ბიზნესია საქართველოში და ბაია იმ რამდენიმე ქალთაგანია, ვინც თავის საქმეს „ბაიას ღვინოს“ მარკით მისდევს.

„საქართველოს ღვინის დაყენების 8 ათასწლიანი ისტორია აქვს“, ამბობს ბაია. „ჩემს ოჯახს მეღვინეობის ძველი ტრადიცია აქვს და ჩემი მეღვინეობისადმი მისწრაფება ჩემი ბავშვობიდან მოდის, როცა ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ დაჰქონდათ აბჯრით ქართველ ჯვაროსნებს ვაზი საუკუნეების წინ ისე, რომ თუ ბრძოლაში დაეცემოდნენ, იმ ადგილას ვაზი აღმოცენდებოდა. გადავწყვიტე, წლილი შემეტანა ქართული მეღვინეობის მდიდარ ტრადიციაში.“

„ბაიას ღვინო“ ახლა წელიწადში 5 000 ბოთლ ღვინოს ასხამს. „გენდერული ბარიერები ჩემთვის პრობლემა აღარაა“, იცინის ის. „ახლა სხვა პრობლემა მაქვს — ხარისხის სტანდარტების დანერგვის და ჩემი ღვინის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მარკეტინგის ცოდნის დეფიციტი“.

აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ის ერთ-ერთი მიზანია, გაუზიაროს ასეთი გამოცდილება ქართულ SME-ის. ახლა ის, EaP-ის მხარეს, ქართული ღვინის ასოციაციას (GWA), ხოლო ევროკავშირის მხარეს, ბულგარეთის კომერციისა და მრეწველობის პალატას (BCCI) შეუწყვილდა, ასე რომ, მათ შეუძლიათ გამოიკვლიონ სავაჭრო კავშირები ხსენებულ სექტორში.

მათ ერთობლივად შეიმუშავეს აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ის ფარგლებში ონლაინ პლატფორმა, რომელიც საკვანძო ინფორმაციას აწვდის მეღვინეებს. 100 ქართული ღვინის კომპანია, ბაიას ჩათვლით, შერჩეულ იქნა საიტზე მოსათავსებლად; მათ წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარ პროდუქციაზე, ფასებზე და ექსპორტისათვის მზაობაზე.

ქართული ღვინის ასოციაცია გეგმავს დაუკავშიროს საიტი პოპულარულ ტურისტულ პორტალს ჯორჯიან უაინ თრეველს. ეს დაგვეხმარება ტრაფიკის გაზრდაში და ტურიზმსა და მეღვინეობას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაში.

გაიგეთ მეტი აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ის შესახებ

აღმოსავლეთში ინვესტირება 2 წარმოადგენს აღმოსავლეთის კეთილმეზობლობის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის ევროპის კომისიის 6,5 მილიონი ევროს რეგიონულ ინვესტიციას და აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ინიციატივის ფარგლებში წამოწყებულ ვაჭრობის გამარტივების პროგრამას.

აღმოსავლეთში ინვესტირება 2-ის საერთო მიზანია, მხარი დაუჭიროს ხელშემწყობი ეკონომიკური გარემოს და კონკურენტული კერძო სექტორის განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებსა და EaP-ის ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის სავაჭრო ნაკადებისა და ინვესტიციების გაძლიერებით.

ხანგრძლივობა

2016-2019 წწ.

განმახორციელებელი პარტნიორები

ევროპის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაცია (EUROCHAMBRES)
მისამართი: Avenue des Arts, 19 A/D, B1000 Brussels, Belgium
ტელეფონი: +32 (2) 282 08 50
ფაქსი: +32 (2) 280 01 91
ელფოსტა: eurochambres@eurochambres.eu

ევროპის ხელოსნების, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია (UEAPME)
მისამართი: Rue Jacques de Lalaing, 4, 1040 Brussels, Belgium
ტელეფონი: +32 (2) 2307599
ფაქსი: +32 (2) 2307861
ელფოსტა: info@ueapme.com

საკონტაქტო პირები

  • კრისტიან გესლი — მთავარი ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში: c.gessl@uepame.com
  • ირინა ტიხონოვა — ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტი, აღმოსავლეთში ინვესტიცია 2: tikhonova@eurochambres.eu
  • სტანისლავ დასკალოვი — აღმოსავლეთში ინვესტიცია 2, ჯგუფის ხელმძღვანელი daskalov@eurochambres.eu
  • ვასილ კირლიგი — ადგილზე მენეჯერი: cirlig@eurochambres.eu
  • დორის რაბეტჯი — SME-ის მთავარი ექსპერტი: d.rabetge@ueapme.com

ადგილობრივი პარტნიორები

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო
ზანდუკელის ქუჩა 3
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ.: (+995) 32 2 2421 14/15/16
ელფოსტა: info@eugbc.net

საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა
ბერძნის ქ. 29
თბილისი, 0112, საქართველო
ცხელი ხაზი: (+995) 32 2 6947 47
ელფოსტა: info@gcci.ge

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
შარტავას ქ. 40, თბილისი, საქართველო

ბოხუას ქ. 4 თბილისი, საქართველო
ბიზნეს-ცენტრი „მიონი“
ტელ./ფაქსი: (+995) 32 2 14 73 73
მობილური: (+995) 599 39 05 19
ელფოსტა: employer@employer.ge