წარმატების გზა საგზაო-სამშენებლო კომპანიისათვის

 Ioseb Gadelia, founder of road construction company Indico
საქართველო
 | 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (ევრობანკი) და ევროკავშირის დახმარებით, საგზაო სამშენებლო კომპანიამ განაახლა საკუთარი ტექნიკა პროდუქტიულობისა და ხარისხის გაუმჯობესებისათვის

„როდესაც ცხოვრობ სენაკში - ქალაქში, რომელიც მხოლოდ 40 000 მაცხოვრებელს ითვლის, თითქოს ყველას იცნობ. აქ ერთმანეთის სიხარულსა და გაჭირვებას ერთნაირად ვიზიარებთ, შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ცხოვრება პატარა ქალაქში დიდ ქალაქთან შედარებით შესაძლებლობებსაა მოკლებული, თუმცა ეს ოჯახური სული გვეხმარება ეკონომიკური სიძნელეები ერთად გადავლახოთ,“ ამბობს იოსებ გადელია, საგზაო-სამშენებლო კომპანიის „ინდიკო“ დამფუძნებელი.

კომპანია ორი ათწლეულის წინ დაარსდა, ის ლიდერია სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოს რეგიონში. მხოლოდ გასულ წელს, ინდიკომ 29 კილომეტრი სიგრძის ბეტონის, ხოლო ასფალტის 64 კილომეტრი სიგრძის გზა დააგო. შეუძლებელია, ამით კომპანიის ოთხმოცივე თანამშრომელი არ ამაყობდეს.

„ჩვენი ინჟინრების გუნდი შედგენა პროფესიონალებისგან, რომელთა გამოცდილებაც ათწლეულებს ითვლის. ეს ხდის ინდიკოს ერთ-ერთ ლიდერს დასავლეთ საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ აქ უფრო ნაკლებია მშენებლობები აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისთან შედარებით,“ ამბობს გადელია.

თბილისში საქართველოს მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს, მთლიან შიდა პროდუქტშიც მისი წილი ნახევარზე მოდის, შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზეც მნიშვნელოვნად ჩამოიტოვებს ქვეყნის სხვა რეგიონებსა თუ ქალაქებს. მიუხედავად ამისა, ინდიკო ძალისხმევას არ იშურებს რომ მოიზიდოს სამშენებლო კონტრაქტები, რათა უზრუნველყოს კომპანიის განვითარება და საკუთარი თანამშრომლების კეთილდღეობა. კომპანიის ეს წარმატება მენეჯმენტის თქმით, მაღალი ხარისხის მომსახურების, უახლესი ტექნიკისა და ინჟინრების გამოცდილებით გამომდინარეობს: „ ტექნოლოგია ყველა სფეროში, მათ შორის სამშენებლოში ძალიან სწრაფად იცვლება. იცვლება ის მეთოდებიც რითიც ჩვენ ვხელძღვანელობთ. აუცილებელია ხელი გეჭიროს განვითარების პულსზე და ბაზარს შემატო უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები და ინოვაციური მიდგომები,“ ამბობს გადელია.

ამ მიზნის შესასრულებლად, ინდიკო გახდა ერთ-ერთი იმ 80-მდე კომპანიის შორის, რომლებიც სარგებლობენ ევრობანკისა და Eu4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით.

ევროპული გზა

2014 წელი იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის მათი ევროპული მისწრაფებების კუთხით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, შეიქმნა თავისუფალი სავაჭრო სივრცეები მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკთან, რამაც მისცა სტაბილური და შეღავათიანი წვდომა 500 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე სამივე ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ კონტექსტში, ევრობანკმა და ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის ფარგლებში გააერთინეს ძალისხმევა და ეხმარებიან   მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოების გაფართოებაში, ახალ ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციით ევრო სტანდარტების დაახლოებისათვის.

მობილური ქვის დამქუცმაცებელი დანადგარი და კომპრესორი, ექსკავატორები და სატვირთო მანქანები - ეს სრული სიაა იმ ტექნიკის, რაც ინდიკომ შეიძინა ევროკავშირისა და ევრობანკის დახმარებით. ამ ინვესტიციის დახმარებით, კომპანიამ გაზარდა პროდუქტიულობა და გააუმჯობესა ხარისხი, უსაფრთხოება და ენერო ეფექტურობის სტანდარტები.

„ჩვენი კომპანია ზრდის არსებულ სტანდარტს საგზაო მშენებლობაში. ჩვენ პასუხიმგებლობით ვეკიდებით გარემოს, აღნიშნული ტექნიკით ინვესტირებას ვახდენთ მის დაცვაში და ხელს ვუწყობთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ევროპულ ყაიდაზე გადასვლას,“ აღნიშნავს გადელია.

ინდიკო ევროპეიზაციას სხვა კუთხითაც უჭერს მხარს: კომპანიაში დიდ ყურადღებას უთმობენ გენდერულ თანასწორობას და ქალთა დასაქმების წახალისებას ისეთ ინდუსტრიაში, სადაც ძირითადი მუშახელი მამაკაცები არიან. მანანა გვასალიამ ინდიკოში თავისი კარიერა  დაიწყო როგორც რიგითმა ბუღალტერმა, თუმცა დღეს წარმატებული კომპანიის წარმატებული დირექტორია:

„იყო დირექტორი საგზაო-სამშენებლო კომპანიაში დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ჩემი საქმიანობა მოითხოვს როგორც ტექნიკური საკითხების ზედმიწევნით ცოდნას, ასევე,  ადამიანების მართვის კარგ უნარებს. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ამ სფეროს რომ შევჩვეოდი, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ და მზად მეტი ამბიციური პროექტისათვის.“

ერთ-ერთ ასეთ ამბიციურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც სენაკიდან მხოლოდ 50 კილომეტრით მოშორებით იწყება. ანაკლიის პროექტი სრულიად დამსახურებლად მიიჩნევა ინიციატივად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის მოუტანს მეტ განვითარებას  პორტის მოსაზღვრე რეგიონებს.

„თანამედროვე ტექნიკითა და ევროპული სტანდარტებით, იმედი გვაქვს, რომ ჩავერთვებით ამ ამბიციურ პროექტში, იქნება ეს ავტობანებისა თუ გზების მშენებლობა. ამით ჩვენს როლს შევასრულებთ ვაჭრობის ხელშეწყობისა და უფრო ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, ამბობს იოსებ გადელია.