პროგრამები

მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)

პროექტის ხანგრძლივობა: 
2018 - 2023
განმახორციელებელი პარტნიორი: 
ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
3 მილიონი ევრო; შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (Sida-ს) ბიუჯეტი 2,8 მილიონი ევრო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC-ის) ბიუჯეტი 1,0 მილიონი ევრო, საერთო ბიუჯეტი 6,8 მილიონი ევრო

პროექტი ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას და ზრდის ბენეფიციართა შემოსავალს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ავითარებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ეხმარება ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს პროფესიონალური დონის მიღწევასა და საქმიანობის გაფართოებაში.

მიზნები

ღონისძიების მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნა მდგრად მთის ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში იმისათვის, რომ შემცირდეს სიღარიბის დონე და გათიშულობა საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში.

ბენეფიციარები

მცირე მასშტაბის 400 ბიზნეს საწარმო და მწარმოებელი მთის ტურიზმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომსახურების 300 მიმწოდებელი, ტურისტული მომსახურების სხვა 300 მიმწოდებელი, 230 ფერმერი ორგანულ სოფლის მეურნეობაში, 2 სასერტიფიკაციო ორგანო, ასევე სოფლის 76 ადგილობრივი მკვიდრი და ინსპექტორები. სხვა მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარეებია კერძო სექტორი და ბიზნეს ასოციაციები, სამთავრობო და საჯარო სექტორის დაწესებულებები (ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანოები), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი საზოგადოებები.

აქტივობები

მთის ტურიზმის ხელშემწყობ ღონისძიებებში შედის:

  • ეროვნული ხარისხის სტანდარტისა და შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე საკონტროლო სისტემის ჩამოყალიბება ტურისტული, მათ შორის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სერტიფიკაციის სერვისების ადგილობრივი მიმწოდებლებისა და მოგზაურობის / მთის გიდებისთვის,
  • ეროვნული და საერთაშორისო გაცვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა,
  • შესაძლებლობების გასავითარებელი ღონისძიებების გატარება მოგზაურობის / მთის გიდებისა და საცხოვრებლების მფლობელებისთვის, ასევე საოჯახო სასტუმროს სატრენინგო მოდელის ჩამოყალიბება.

ორგანული აგრარული პროდუქციის წარმოების ხელშემწყობ ღონისძიებებში შედის:

  • ორგანული წარმოების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან,
  • შიდა სახელმწიფო სასერტიფიკაციო სისტემის ჩამოყალიბება,
  • სასერტიფიკაციო სააგენტოების, აგრო-საკონსულტაციო მომსახურებების, ტრენინგ ცენტრებისა და ფერმერების შესაძლებლობების განვითარება,
ფერმერული კოოპერატივების, მწარმოებლების, მომწოდებლების, მოვაჭრეებისა და მომსახურების მიმწოდებლების გაძლიერება ღირებულების იმ ჯაჭვებში, რომლებიც ორგანულ წარმოებაზე გადასვლას ემსახურება.
 
შედეგები
 
მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობისთვის შექმნილი სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას.
ორივე სექტორში დასაქმება და შემოსავალი იზრდება ახალი და უკეთესი პროდუქტებისა და სერვისების, ასევე ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბებით უკეთესი საბაზრო კავშირების საშუალებით.
უმჯობესდება შესაძლებლობების გასავითარებელ ღონისძიებებზე წვდომა მდგრად მთის ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა და დაწესებულებებისთვის და შექმნილია ცოდნის მართვის სისტემა, რომელიც ერთობლივი სწავლის შესაძლებლობას უქმნის საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

მეტის გაგება და გამოყენება

საქართველო

პარტნიორები

ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)