_ართული მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ელექტრონული კომერციის უნარებს ითვისებენ ახალ ბაზარზე შესასვლელად

საქართველო
 | 

 

EU4Business ინიციატივით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მზაობა ვაჭრობისთვის” ფარგლებში ბენეფიციარებისთვის მოეწყო ვებინარი: “ქართული კომპანიების დახმარება ელექტრონული კომერციის საკითხებში”.  ონლაინ ტრენინგის მიზანი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ციფრული და ელექტრონული კომერციის არხების გამოყენებით, უცხოურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაცნობა იყო.

ვებინარი ჩაატარა ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციისა და მობილური ტექნოლოგიების სპეციალისტმა, დოქტორ მოჰამედ ეს ფიჰმა.  რომელსაც ციფრულ მეწარმეობაში ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. დოქტორ ეს ფიჰმა ხელი შეუწყო 3000-ზე მეტ კორპორაციულ კონფიგურაციას 35-ზე მეტ იურისდიქციაში. მან ახლახან დაასრულა ხუთწლიანი მუშაობა, გაერთიანებული ერებისა და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის საგენტოს ITC-სთვის, სადაც მან ასობით კომპანია დაატრენინგა და არაერთ მთავრობას გაუწია კონსულტაცია, ელექტრონული კომერციის საკითხებში.

ვებინარში ცხრა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის ბენეფიციარები არიან. ვირტუალური ტრენინგის განმავლობაში განიხილეს: ელექტრონული კომერციის პოტენციალი, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. გარდა ამისა, ვებინარი მოიცავდა ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ქართველმა მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ და დაგეგმონ, ელექტრონულ ექსპორტში ჩართვამდე. პროექტის ბენეფიციარებმა გაიღრმავეს ცოდნა, გაეცნენ ელექტრონული კომერციის მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

“ციფრული ინოვაციების, ტექნოლოგიური წინსვლისა და ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკის ეპოქაში, ელექტრონული კომერცია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის სტრატეგიის შემუშავებისა და განვითარების პროცესში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეფართოვებინათ ცოდნა და უნარები ელექტრონული კომერციის მიმართულებთ. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ მიმართულებით, ბენეფიციარებისთვის კონსულტაციისა და მენტორობის გაწევას”,- აღნიშნავს კონსტანტინე მდინარაძე, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის, “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის კოორდინატორი.

პროექტი  “მზაობა ვაჭრობისთვის“ მიზნად ისახავს, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას, უპირატესად-ევროკავშირის ბაზარზე. პროექტი, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ, ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოებაში, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ხელს უწყობს მათ დაკავშირებას გლობალურ ჯაჭვსა და ბაზრებზე არსებულ მყიდველებთან.