მოგესალმებით EU4Business-ის პირველ საკითხზე ("მცირე და საშუალო ზომის საწარმო" (SME)) საინფორმაციო ბიულეტენის ფარგლებში. იყავით ინფორმირებული ახალ ამბებზე SME-ის სექტორში და EU4Business-ის ინიციატივის მიღწევებზე, ონლაინ-გამოწერის საშუალებით.

EU4BUSINESS-ის საკვანძო მომენტები


ოქტომბერში სომხეთმა EU4Business-ის კვირეულს უმასპინძლა, რომელშიც აღმოსავლეთის თანამშრომლობის ყველა ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა. კვირეულის განმავლობაში ჩაირთო EU4Business-ის ვებგვერდი, ასევე გაიმართა კონფერენციები და სემინარები მდგრადი განვითარების, ინოვაციისა და ინვესტიციის მოზიდვის სტიმულირების საკითხებზე. ამასობაში ევროკავშირმა დააანონსა დახმარების ახალი პაკეტები SME-ის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად აზერბაიჯანში, კერძო სექტორის განვითარებისათვის ბელორუსში და ინოვაციის დაფინანსებისათვის უკრაინაში. მოლდოვაში ამოქმედდა პროგრამა ქალები ბიზნესში, ხოლო საქართველოში მეღვინეებისათვის იქმნება ახალი ონლაინ პლატფორმა.

OECD-ის ევრაზიის კვირეული

კონკურენტუნარიანობა რეფორმის არსია

აღმოსავლური პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონს წარმოადგენს და, როგორც ასეთი, მონაწილეობდა პარიზში 22-24 ნოემბერს გამართულ OECD-ის მე-3 ევრაზიულ კვირეულში. ყველა მათგანი OECD-ის კონკურენტუნარიანობის მრგვალი მაგიდის წევრიცაა, რომელიც ასევე შეიკრიბა პარიზის კვირეულზე და რომელიც ერთგვარ ბარომეტრს წარმოადგენს მათ მიერ საკუთარი ეკონომიკის გაძლიერებისათვის რეფორმების განხორციელებისას მიღწეული პროგრესის შესაფასებლად

2000-2015 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) ერთ სულ მოსახლეზე ევრაზიის რეგიონში, რომელიც მოიცავს EU4Business-ის პროგრამაში მონაწილე აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანასაც, სულ მცირე, გაორმაგდა, ხოლო არაერთი ევრაზიული ქვეყანა, რეფორმის წინსვლის თვალსაზრისით, მოწინავე რეფორმატორადაც იქცა მსოფლიო ბანკის უკანასკნელ ანგარიშის ("ბიზნესის წარმოება") ფარგლებში. ეს არის ის პოზიტიური ნიშანი, რომლითაც დაიწყო მისასალმებელი სიტყვა OECD-ის გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ 22 ნოემბერს პარიზში გამართულ OECD-ის ევრაზიის კვირეულის გახსნისას.


გაგრძელება

სომხეთი

ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება

ევროპის კავშირი (ევროკავშირი) მზადაა დაეხმაროს სომხეთს ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმების გატარებაში - აცხადებს ელჩი

ევროკავშირი დაეხმარება სომხეთს მთავრობის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმების განხორციელებაში, განუცხადა 20 ოქტომბერს გამართულ ეკონომიკის საერთაშორისო კონგრესს სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ.


გაგრძელება

EU4Business-ის კვირეული

ოქტომბერში გამართულ EU4Business-ის კვირეულზე ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერას SME-დმი აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში.

ერევანში 24-28 ოქტომბერს გამართული EU4Business-ის კვირეულის განმავლობაში, სომხეთმა უმასპინძლა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას და აქტივობას, რომლებიც ხაზს უსვამს ევროკავშირის როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების, ინოვაციის და ბიზნესის მხარდაჭერაში.


გაგრძელება

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგი რეფორმისათვის

აღმოსავლეთში ინვესტირების მე-2 კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს მემორანდუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების თაობაზე.

22 ოქტომბერს გამართულმა პარტნიორთა მე-2 კონფერენციამ აღმოსავლეთში ინვესტირების შესახებ უნიკალური შესაძლებლობა მისცა EU4Business-ში ჩართულ ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციას მიეღო ევროკავშირის აღმოსავლეთში ინვესტირების მე-2 საპროექტო ღონისძიებების და მათი როლის მიმოხილვა ევროკავშირს და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ღონისძიებაზე ასევე წახალისებული იქნა ბიზნესი, რათა მოეძებნა ახალი პარტნიორები თანამშრომლობის ფარგლებში და გაეზიარებინა მიღებული გამოცდილება.


გაგრძელება

აზერბაიჯანი

ევროკავშირმა 13,5 მილიონი ევროს პაკეტი დააანონსა აზერბაიჯანისათვის.

ახალი დაფინანსება მიზნად ისახავს ეკონომიკური დივერსიფიკაციის გაგრძელებას ფინანსების, ეკონომიკის და სასამართლო ხელისუფლების სფეროებში და ME-ის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას.

ევროკავშირმა 13.5 მილ. ევროს მიზნობრივი დახმარების პაკეტი დააანონსა აზერბაიჯანში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების, ასევე, ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებების დახმარებით ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიზნით.


გაგრძელება

ევროკავშირი აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია

გასულ წელს აზერბაიჯანის მთელი ვაჭრობის ორმოცდაშვიდი პროცენტი ევროკავშირზე მოდიოდა - აცხადებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი.

აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კავშირთან ინვესტირების და გაცვლითი პროგრამების საშუალებით, როგორიცაა ტრენინგი, ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი (TAIEX). ეს იყო შაჰინ მუსტაფაევის - აზერბაიჯანის ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის დაკვირვება, გაკეთებული ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის MEP-თან.


გაგრძელება

ევროპელი პარლამენტარები ბაქოს სტუმრობენ

ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-13 სხდომა 20 სექტემბერს ბაქოში გაიმართა.

აზერბაიჯანს გააჩნია ევროპის კავშირთან თანამშრომლობის ძლიერი მისწრაფება, თქვა აზერბაიჯანის საერთაშორისო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების კომისიის თავჯდომარემ სამად სეიდოვმა სექტემბერში ბაქოში გამართულ ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიაზე.


გაგრძელება

ბელარუსი

ბელარუსი SME-ის სექტორის გაფართოებას გეგმავს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში SME-ის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყნის ჯამური მაჩვენებლის 41% გადააჭარბებს 2020 წლისათვის

ბელარუსის მთავრობამ 25 ოქტომბერს მიიღო N870 დადგენილება, რომლითაც შესწორდა 2016 წლის 23 თებერვალს ბელარუსის მინისტრთა კაბინეტის N149 გადაწყვეტილებით დამტკიცებული 2016-2020 წლების სახელმწიფო პროგრამა SME-ის შესახებ.


გაგრძელება

EBRD ახორციელებს 245 SME-ის საკონსულტაციო პროექტებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აცხადებს, რომ ბელარუსში განახორციელა 245 პროექტი, როცა SME-ს გაეწია საკონსულტაციო მომსახურება.

ბელარუსში ამ SME-ის საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში EBRD უზრუნველყოფს არამხოლოდ სრულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, არამედ ფარავს საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 90% ევროკავშირის დონორების და სხვა ორგანიზაციების ხარჯზე.


გაგრძელება

ევროკავშირის ახალი მხარდაჭერა კერძო სექტორის განვითარებისათვის

ევროპის კავშირმა ბელარუსისათვის ორმხრივი დახმარების გაორმაგება გამოაცხადა 29 მილიონ ევრომდე 2016 წელს

დაფინანსების პაკეტი 14,5 მილიონი ევროს ოდენობით 2015 წელს გაორმაგდა 29 მილიონამდე 2016 წელს, რისი მიზანიც კერძო სექტორის ზრდა და ქვეყანაში ინსტიტუციების გაძლიერება იყო.


გაგრძელება

მდგრადი ენერგეტიკა და ქალი მეწარმეები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აამოქმედა 10 მილიონ ევროზე მეტი ახალი საკრედიტო ხაზი მდგრადი ენერგეტიკის პროექტების და ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.

ბანკი ზრდის საკუთარ ინვესტიციებს ბელარუსში "ბელივესტბანკისათვის" ახალი საკრედიტო ხაზის გახსნით.


გაგრძელება

უკეთესი აუდიტი რეგიონული დიალოგის საშუალებით

ოქტომბერში მინსკში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ორი სემინარი.

პირველი რეგიონული სემინარი გაიმართა 10-11 ოქტომბერს და ყურადღება დაუთმო ევროპის კავშირის აუდიტის შესახებ დირექტივის კონკრეტული დებულებების პრაქტიკულ მოქმედებას და მათ გავლენას ეკონომიკისა და მთავრობის ანგარიშგების ხარისხზე. 11-12 ოქტომბერს გამართული მეორე სემინარი ეხებოდა პროფესიულ განათლებას და საბუღალტრო განათლების რეფორმებს.


გაგრძელება

საქართველო

ევროკავშირი ონლაინ გეგმას ადგენს მეღვინეებისათვის

ახალი მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს ინფორმაციის სპექტრს ქართული ღვინის მწარმოებლებზე და დაეხმარება მათ გამოიკვლიონ ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები

ქართველ მეღვინეებს და ღვინის მოყვარულებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის საშუალებით მოახდინონ ქართული ღვინის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდის სტიმულირება.


გაგრძელება

SME-ის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება

EU4Business, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ბანკი შეუერთდა ძალებს, რომლებიც დაფინანსების ახალ საშუალებებს ქმნის ადგილობრივი SME-ის განვითარების მხარდასაჭერად

EBRD-მა, საქართველოს ბანკთან ერთად, აამუშავა EBRD-ევროკავშირის დაფინანსების ახალი მექანიზმი ადგილობრივი SME-ის განვითარების მხარდასაჭერად ქვეყნის ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კონტექსტში, რამაც საშუალება მისცა კომპანიებს სრულად ესარგებლა DCFTA-ის ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობებით.


გაგრძელება

გლობალური კონკურენტუნარიანობა ქართული SME-თვის

ევროპის კავშირის ახალი ფინანსური პაკეტი ახალ შესაძლებლობებს უქმნის ქართულ SME-ს და ხელს უწყობს მათ საქმიანობას საზღვარგარეთ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 50 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო ქართულ ლარში საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს ბანკს.


გაგრძელება

ტრენინგი ექსპორტისათვის მზაობაზე

ოქტომბერში, თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფმა ცაატარა ორდღიანი ტრენინგი "ექსპორტისათვის მზაობაზე".

როგორც EU4Business-ის პროგრამის ნაწილი, 25-27 ოქტომბერს წაკითხული იქნა კურსი "ბიზნესის დიაგნოსტიკა ექსპორტისათვის მზაობაზე". ამის მიზანი იყო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში SME-ის დახმარება ევროკავშირის ქვეყნებში საკუთარი ექსპორტის წახალისებაში ექსპორტისათვის მზაობის ანალიზის და ექსპორტის პოტენციური ზონების ანალიზის საშუალებით.


გაგრძელება

ოპერატიულობა, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია

კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი კომპეტენცია, რისკზე დამოკიდებულება და კავშირები, რათა უზრუნველყონ SME მაღალხარისხიანი ანაზღაურებადი მომსახურებით, რომზეც საუბარი იყო თბილისის კონფერენციაზეს

როგორც EU4Business-ის პროგრამის ნაწილი, 3-4 ნოემბერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისში უმასპინძლა კონსულტანტი პროფესიონალების საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენცია "კონკურენციაზე კონსულტაცია 2016" მიზანი იყო დახმარებოდა კონსულტანტებს საკუთარი კომპეტენციის, რისკზე დამოკიდებულების და კავშირების დამყარებაში, რათა გაწეული ყოფილიყო მაღალხარისხიანი მომსახურება, რომლის ანაზღაურებისთვისაც მზადაა მცირე და საშუალო ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში.


გაგრძელება

მოლდოვა

ძალაში შედის ახალი კანონი SME-ის შესახებ

დამტკიცებულია რა მოლდოვას პარლამენტის მიერ, ის განსაზღვრავს მოლდოვაში SME-ის ახალი სამართლებრივ ჩარჩოებს და მოიცავს ღონისძიებებს სექტორის მდგრადი განვითარების სტიმულირების ზომებს

ახალი კანონმდებლობა, დამტკიცებული მოლდოვას პარლამენტის მიერ და გამოქვეყნებული "ოფიციალურ გაზეთში", ძალაში შევა 2016 წ. ბოლო კვარტალში. ის ანაცვლებს მოქმედ კანონს SME-ის სექტორის განვითარების შესახებ, განსაზღვრავს ახალ სამართლებრივ ჩარჩოებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და მოიცავს ზომებს სექტორის მდგრადი განვითარების სტიმულირებისათვის. ის ასევე გამიზნულია SME-ის კვლევის, განვითარების და ინოვაციის გაღრმავება.


გაგრძელება

"კომერტბანკი" ხელს აწერს ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ

შპს "კომერტბანკი" პირველი ბანკია, რომელმაც მიიღო ODIMM-ის შეთავაზებული პირობები SME-თვის სესხების გარანტირების პროცედურების შესახებ.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ორგანიზაციამ (ODIMM) და შპს "კომერტბანკმა" ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს SME-თვის საკრედიტო გარანტიების გაცემის პროცედურების გამარტივებას და გაუმჯობესებას.


გაგრძელება

მოლდოვა ზემოთ მიიწევს "ბიზნესის წარმოების" რეიტინგში

მოლდოვამ გაიუმჯობესა ადგილი მსოფლიო ბანკის "ბიზნესის წარმოების" ანგარიშში. 2017 წლის გამოცემაში ქვეყანა 44 ადგილზეა 190 სახელმწიფოს შორის, რითაც 3 პოზიციით წინ წაიწია 2016 წელთან შედარებით. რეიტინგი ითვალისწინებს 2016 ივნისის ბოლომდე განხორციელებულ რეფორმებს.


გაგრძელება

ამოქმედდა პროგრამა "ქალები ბიზნესში"

"ქალები ბიზნესში" პროგრამის ფარგლებში 6 ოქტომბერს გამართულ გახსნით კონფერენციას დაახლოებით 100 ქალი დაესწრო ქვეყნის ყველა რაიონიდან.

ქალები ბიზნესში გახსნითი კონფერენცია ორგანიზებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ორგანიზაციის (ODIMM) მიერ და წარმოადგენდა 4-7 ოქტომბერს გამართული "მოლდოვის ბიზნეს-კვირეული 2016"-ის ნაწილს.


გაგრძელება

მოლდოვის ბიზნეს-კვირეული იდეალურ პლატფორმას ამტკიცებს

მოლდოვის მე-3 ბიზნეს-კვირეული მეტად ეფექტურია საერთაშირისო არენაზე მოლდოვას ხელშეწყობის თვალსაზრისით.

კომპანიების, სახელმწიფო ადმინისტრაციის და განვითარებაში პარტნიორთა 1500 მეტი წარმომადგენელი, 80 მომხსენებელი მოლდოვადან და უცხოეთიდან და 15 ბიზნეს-ღონისძიება (კონფერენციები, ფორუმები, სემინარები და პრაქტიკული სემინარები) მიუთითებს ეფექტურ პლატფორმაზე, რომელიც აუმჯობესებს მოლდოვის იმიჯს საერთაშორისო არენაზე და წარმოაჩენს მას ინვესტიციებისათვის. შესაფერის ადგილად.


გაგრძელება

DCFTA და ასოცირების ხელშეკრულების სახელმძღვანელო

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესაბამისი ხელშეკრულებების განმარტებითი წიგნების ერთობლივი გამოცემა ჩისინაუში

ევროპის კავშირთან მოლდოვას მიერ დადებული ასოცირების ხელშეკრულების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) სახელმძღვანელო 28 ნოემბერს გამოიცა ჩისინაუში. ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილი იქნა რედაქციები ორ სხვა, რუმინულ და რუსულ ენებზე.


გაგრძელება

უკრაინა

SME-ის რეგულაციების გაუმჯობესება უკრაინაში

პროექტი FORBIZ ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში SME-ის მარეგულირებელი ჩარჩოების გაუმჯობესებაზე და მთავრობა-კერძო სექტორს შორის დიალოგის ინტენსიფიკაციაზე.

უკრაინის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ და უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციამ წამოიწყო FORBIZ - ბიზნესის მხარდაჭერის მოწინავე პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში.


გაგრძელება

საჩვენებელი მაგალითები @ #EUkraine

მედია ჯგუფმა "1+1" და ევროკავშირის დელეგაციამ უკრაინაში დაიწყეს პროექტი #EUkraine-ის რეალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში SME-ის საჩვენებელი მაგალითების პუბლიკაციას.

8 სექტემბერს წამოწყებული მულტიმედიური პროექტი #EUkraine მიზნად ისახავს უკრაინაში SME-ის მხარდაჭერას და განვითარებას ქვეყანაში საჩვენებელი მაგალითების, ასევე, უკრაინასა და ევროპაში ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გზით.


გაგრძელება

50 მილიონი ევროს დაფინანსება ინოვაციურ კომპანიებს

ევროკკავშირმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის "პროკრედიტ ბანკთან" ინოვაციური კომპანიების 50 მილიონი ევროთი დასაფინანსებლად

ევროპის საინვესტიციო ფონდმა და სს "პროკრედიტ ბანკმა" ხელი მოაწერეს პირველ ხელშეკრულებას პროექტ “InnovFin”-ის (ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის) – ევროპის კომისიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია სახსრების მოზიდვა SME-ის ინოვაციური პროექტების განვითარებისათვის.


გაგრძელება