მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა > ბაზრების ხელმისაწვდომობა

პროექტი / პროგრამა კომპანიის ტიპი დაფინანსების ტიპი ინსტრუმენტების ტიპი თანხა საინვესტიციო ფოკუსი მოკლე აღწერა
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) პროგრამები
DCFTA-ს ადაპტაციის პროგრამა – მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა საქართველოში
მცირე – საშუალო სწავლება, კონსულტაცია ექსპორტზე ორიენტირებული SME

აღნიშნული პროექტი კომპანიებს ეხმარება მაქსიმალურად ისარგებლონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობებით. 

DCFTA-ს მცირე და საშუალო საწარმოების პირდაპირი დაფინანსების პროგრამა
მცირე – საშუალო სესხები განკუთვნილია საწარმოებისათვის, რომელთა ბრუნვა 1 მლნ ევროს აღემატება

პროგრამა ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ახალ ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენასა და ეფექტურობის გაზრდაში, რაც საშუალებას მისცემს მათ მოიპოვონ წვდომა ახალ საექსპორტო ბაზრებზე.
მხარდაჭერილი სექტორებია აგრობიზნესიწარმოება და მომსახურება, საკუთრება, ტურიზმისაინფორმაციო ტექნოლოგია, და მრავალი სხვა.

DCFTA-ს აღმოსავლეთის ინიციატივა
მიკრო, მცირე, საშუალო საწარმოები, საშუალო სიდიდის კომპანიები, სხვა სესხი/გარანტია/ტექნიკური დახმარება სესხი/გარანტია/ტექნიკური დახმარება ა) საკრედიტო-საგარანტიო ხაზისთვის: სესხები 5 მილიონ ევრომდე; ბ) მიკროდაფინანსებისთვის: სესხები 25 000 ევრომდე ყველა

DCFTA-ს ინიციატივა ადგილობრივ ბანკებს ეხმარება მცირე კომპანიებისთვის სესხის პირობების გაუმჯობესებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიაში ინვესტიციების დაბანდებაში, რაც ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას ევროპულ ბაზრებზე.

EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი
მცირე – საშუალო საკრედიტო/სავაჭრო დაფინანსება ყველა SME

მოცემული ინიციატივა მხარს უჭერს ბიზნესის მოდერნიზაციის პროექტებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წესებსა და პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) ფარგლებში.

რეგიონალური პროგრამები
რეგიონალური პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის – EU4Business ინიციატივა
მცირე-საშუალო ტექნიკური დახმარება ექსპორტზე ორიენტირებული SME

პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება ახალი ბაზრების ათვისებაში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ხელს უწყობს ღირებულების ჯაჭვში არსებულ მყიდველებთან დაკავშირებას და კლასტერულ მხარდაჭერას.

ორმხრივი პროგრამები
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში
პატარა-საშუალო ტექნიკური დახმარება ყველა SME

პროექტი ეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და მოერგონ ახალ გარემოს ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) ფარგლებში. ამ მიზნით პროექტი ხელს უწყობს კლასტერულ განვითარებას  შერჩეულ დარგებში (კინოწარმოებაავეჯის წარმოებატანსაცმლის წარმოება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები), საქართველოს კლასტერების გაერთიანებას ევროპულ ქსელებში, მათ მონაწილეობას სავაჭრო გამოფენებსა და სასწავლო ვიზიტებში.