მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა > ცოდნის ხელმისაწვდომობა

პროექტი / პროგრამა კომპანიის ტიპი დაფინანსების ტიპი ინსტრუმენტების ტიპი თანხა საინვესტიციო ფოკუსი მოკლე აღწერა
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) პროგრამები
DCFTA-ს ადაპტაციის პროგრამა – მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა საქართველოში
მცირე – საშუალო სწავლება, კონსულტაცია ექსპორტზე ორიენტირებული SME

პროგრამა ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, ექსპორტის წახალისებას, ეხმარება კომპანიებს ახალი სტანდარტების დანერგვაში, ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას DCFTA-ს და დაფინანსების შესაძლებლობების საკითხებში, ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების გამოყენებას და ხარისხის ზრდას.

DCFTA-ს აღმოსავლეთის ინიციატივა
მიკრო, მცირე, საშუალო საწარმოები, საშუალო კომპანიები, სხვა ტექნიკური დახმარება 10 მილიონი ევრო რეგიონისთვის SME აგრარული პროდუქციის წარმოება-გასაღების შერჩეულ ქსელებში

DCFTA-ს ინიციატივა უზრუნველყოფს კონსულტაციებს და ბიზნესის მხარდამჭერ მომსახურებას აგროსასურსათო სექტორისთვის. ის ფერმერებსა და მეწარმეებს ეხმარება მაღალი ღირებულების მქონე მოსავლისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, რომელსაც ექნება სრული წვდომა საერთაშორისო ბაზარზე.

რეგიონალური პროგრამები
ქალები ბიზნესში
ყველა ბიზნეს კონსულტაციები, სწავლება, ზედამხედველობა, ბიზნეს დიაგნოსტიკა ბიზნესი ქალების ხელმძღვანელობით

პროგრამის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) უზრუნველყოფს წვდომას დაფინანსებაზე ადგილობრივი ბანკებში გახსნილი საკრედიტო ხაზების მეშვეობით, რომლებიც განკუთვნილია ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. ამასთანავე, კომპანიებს უწევს კონსულტაციას კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხში.

აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის – EU4Business ინიციატივა
მცირე-საშუალო ტექნიკური დახმარება ექსპორტზე ორიენტირებული SME

პროექტი ითვალისწინებს არჩეული ღირებულების ჯაჭვების და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების ანალიზს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ქოუჩინგსტრენინგს დაბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას შერჩეული კომპანიებისადმი, დარგობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSOs) დახმარებას, სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობას, კომპანიების ურთიერთთანამშრომლობას (B2B)სასწავლო ვიზიტებს და კავშირების გაღრმავებას.

EBRD-ის კონსულტაცია მცირე საწარმოებისთვის
მცირე-საშუალო კონსულტაცია ყველა SME

პროგრამა მეწარმეებს აწვდის ბიზნესის გარდაქმნისთვის საჭირო ინფორმაციას, უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებასდა რჩევას ისეთ დარგებში, როგორიცაა სტრატეგიამარკეტინგიოპერაციული საქმიანობახარისხის მართვაენერგოეფექტურობაფინანსური მენეჯმენტი და სხვ. 

ორმხრივი პროგრამები
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში
პატარა-საშუალო ტექნიკური დახმარება ყველა SME

პროექტი ეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და მოერგონ ახალ გარემოს ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) ფარგლებში. ამ მიზნით პროექტი ხელს უწყობს კლასტერულ განვითარებას არჩეულ დარგებში (ფილმებისავეჯისტანსაცმლისსაკალმახე მეურნეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგებში).