მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა

EU4Business პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქართული მცირე და საშუალო საწარმოების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის დახმარების გაწევას ქვეყნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების უპირატესობით სარგებლობის საკითხში. ის ასევე მიზნად ისახავს აგრომრეწველობისა და ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასა და ბიზნეს კლასტერების შექმნის მხარდაჭერას.