მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა > ბაზრების ხელმისაწვდომობა

რეგიონალური პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის – EU4Business ინიციატივა

საინვესტიციო ფოკუსი : 
ექსპორტზე ორიენტირებული SME

პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება ახალი ბაზრების ათვისებაში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ხელს უწყობს ღირებულების ჯაჭვში არსებულ მყიდველებთან დაკავშირებას და კლასტერულ მხარდაჭერას.

პროექტი უმთავრესად მხარს უჭერს აგროგადამუშავების სექტორს საქართველოში, ყურადღება ეთმობა ხილსა და ბოსტნეულს, არაალკოჰოლურ სასმელებს, დამუშავებულ თხილს, მშრალ ხილს, სანელებლებს (დაფნის ფოთოლი) და ჩაის. ღონისძიებები ეხმარება ექსპორტიორ და საექსპორტოდ მზადმყოფ მცირე და საშუალო საწარმოებს დამატებითი ღირებულების მქონე საქონლის წარმოებაში საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ევროკაშირის ბაზრებთან დაკავშირებაში. უზრუნველყოფილია ზოგიერთი სახის მიზნობრივი დახმარება ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის. პოტენციალის მიზნობრივი ზრდის, საკონსულტაციო მომსახურებისა და ბაზარზე წვდომისთვის საჭირო მოქმედებების მეშვეობით მხარდაჭერა მიმართულია კომპანიების დასახმარებლად, მიიღონ წვდომა ევროკავშირის ბაზარზე.

პროგრამის აღწერა

მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია და შეავსეთ განაცხადი

კონსტანტინე მდინარაძე
ეროვნული პროექტის მენეჯერი
ტელეფონი: +995 599 460 033
ელფოსტა:  kmdinaradze@intracen.org

ელენა ბუტრიმოვა
დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალიური აზიის ოფისი, ITC
boutrimova@intracen.org
ტელ.: +41227300474

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი, ჟენევა, შვეიცარია

http://www.intracen.org/

განმახორციელებელი პარტნიორი

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი