პროგრამები

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 
2015 - 2019
განმახორციელებელი პარტნიორი: 
GIZ
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
5,03 მილიონი ევრო

პროექტი მხარს უჭერს საქართველოში ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA-სთან) დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი რეფორმების დანერგვას. ეს საფუძველს უყრის მცირე და საშუალო ბიზნესის გამყარებას ფართო ზრდის უზრუნველყოფისათვის, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ახალ ნორმატიულ პირობებთან ადაპტირების უზრუნველსაყოფისათვის, რაც საშუალებას აძლევს მას, გამოიყენოს შესაძლებლობები DCFTA-ს ფარგლებში.

მიზნები

  1. სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაძლიერება, რაც მოიცავს ისეთი თემების ადვოკატირებასა და ლობიერებას, რომლებიც გავლენას ახდენენ მცირე და საშუალო მეწარმეობაზე  DCFTA-ს კონტექსტში და ასევე, ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი სააგენტოების,  ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების ქმედით მონაწილეობაზე;
  2. იმ სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისა და  DCFTA-სთან მიმართებაში ბიზნესის ხელმშემწყობ ინსტიტუციონალურ ჩარჩოს წარმოადგენენ. ეს მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისკენ ცენტრალურ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე;
  3. მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის პროფესიული ტექნიკური დახმარებისა და ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული სერვისების (ტრენინგი, ინფორმაციის მიწოდება, პრაქტიკა, წვრთნა, საერთაშორისო კავშირების მხარდაჭერა) გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათ შორის, კლასტერინგის, ქსელური და საქმიანი თანამშრომლობის ინიციატივების მხარდაჭერის გზით;
  4. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის დაკავშირება ევროკავშირთან და მეწარმეების ინტეგრირება ევროკავშირის ბიზნეს სექტორში, მათ შორის, კლასტერებში, ინოვაციურ და სამეწარმეო ქსელებში (მოიცავს  მცირე და საშუალო საწარმოთა კლასტერებისა და ქსელების შექმნის ხელშეწყობას ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, ბიზნეს სერვისების მიმწოდებელ ასოციაციებთან და დაინტერესებულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად).

ბენეფიციარები

მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში

აქტივობები

  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სერვისების შემუშავების პროცესში დახმარება;
  • საქართველოს კერძო და საჯარო სექტორში საქმიანი თანამშრომლობისა და კლასტერული განვითარების პრინციპების დანერგვა;
  • საქართველოში საერთაშორისო კავშირების განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნეს კლასტერების შექმნა;
  • ევროპული კლასტერების პოტენციალისა და უპირატესობების გაცნობა;
  • ქართული და ევროპული კლასტერების დამაკავშირებელი ღონისძიებები, რომლებიც აძლიერებენ მათ შორის თანამშრომლობას, მაგ. სასწავლო ტურების/ორიენტაციის ორგანიზების მეშვეობით. 
  • DCFTA-ს საკითხებთან დაკავშირებული საერთო საინფორმაციო და საკომუნიკაციო პაკეტის შექმნა პარტნიორ ორგანიზაციებთან. 

შედეგები

  • საქართველოს მთავრობის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ექსპორტის განვითარების სტრატეგია - შეიქმნა ღირებულებათა ჯაჭვის შერჩევის, ანალიზისა და განვითარების საქართველოს კონტექსტზე მორგებული უნიკალური მეთოდოლოგია (LUPA);
  • შემუშავდა ექსპორტზე ორიენტირებული 4 ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების სამოქმედო გეგმები;
  • ინიცირებულ იქნა ტანსაცმლის წარმოების სექტორის განვითარების ეროვნული სტრატეგია;
  • შეიქმნა DCFTA.GOV.GE – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდი DCFTA-ს შესახებ და მისი მართვა გადაეცა სამინისტროს;
  • შეიქმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალი სერვისი - DCFTA საინფორმაციო ცენტრი, ოფისებით გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, რომელთაც 4 ადგილობრივი ექსპერტი უძღვება;
  • ელექტრონული კომერცია - შემუშავდა სტრატეგია და გადაეცა სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს. საპილოტე პროექტი; შერჩეულ კომპანიებისთვის შემუშავდა ბიზნეს გეგმები;
  • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მომზადდა EFQM Journey to Excellence-ის მართვის მოდელის მიხედვით;
  • გაიმართა კლასტერული განვითარების პოლიტიკის შესახებ ვორკშოპები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად;
  • შეიქმნა საქართველოს კლასტერების პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და პროგრამის მომზადების გზამკვლევი;
  • დაარსდა საქართველოს კინოკლასტერი. შეიქმნა კლასტერის ბრენდინგი და ვებგვერდი. კლასტერის ოთხმა წევრმა გაიარა ტრენინგი ერიხ პომერის ინსტიტუტში. კლასტერის ერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა კინოაგენტების სკოლა SOFA-ს სასწავლო პროგრამაში. პროექტმა ხელი შეუწყო კლასტერის წევრების საერთაშორისო კონტრაქტების გაფორმებას, მათ მონაწილეობას საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებში;
  • დაარსდა ქართული ავეჯის კლასტერი. შემუშავდა კლასტერის ბრენდინგი და ვებგვერდი. მოხდა მწარმოებლების დაკავშირება ინტერიერის დიზაინერებთთან - განხორციელდა ერთი ერთობლივი პროექტი, მეორე პროექტი გეგმაშია. კლასტერის წევრების ერთობლივმა განაცხადმა გაიმარჯვა საჯარო შესყიდვის ტენდერში;
  • დაარსდა საქართველოს აისითი კლასტერი – შეიქმნა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შეიქმნა კლასტერის ვებგვერდი;
  • ტანსაცმლის წარმოება – 4-მა კომპანიამ  გააუმჯობესა ბიზნეს სტანდარტები და პროცესები  amfori BSCI აუდიტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ერთმა კომპანიამ წარმატებით გაიარა აუდიტი და მიიღო უმაღლესი „A Grade“ შეფასება.
  • ოთხივე კლასტერმა დაამყარა საერთაშორისო კავშირები.
  • საკალმახე მრეწველობა – პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეფასება სექტორის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი პერსპექტივების შესახებ. შემუშავდა ექსპერტული დოკუმენტი ადგილობრივი ფერმერებისთვის: „კალმახის დაავადებათა ნიშნები, მათი დოკუმენტირება და მკურნალობის შესაძლებლობები.“
  • შემუშავდა დასკვნები და რეკომენდაციები ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტის შესახებ და მიეწოდა სამთავრობო და ევროკავშირის პარტნიორებს;
  • პროექტმა მხარდაჭერა გაუწია ევროპის მეწარმეთა ქსელის პირველი საინფორმაციო დღის ჩატარებას,  რომელიც ორგანიზებული იყო სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ევროპის მეწარმეთა ქსელთან პარტნიორობით და რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 100-მა მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო. 
  • დაფინანსდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში“ (2016).
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერა მცირე და საშუალო მეწარმეებთან კომუნიკაციისა და მათი ინფორმირებულობის მიმართულებით - მომზადდა პრომო ვიდეო სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შესახებ. ჩატარდა ხუთი საჯარო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შესახებ. გამოიცა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი პუბლიკაცია.

მეტის გაგება და გამოყენება

საქართველო

პარტნიორები