პროგრამები

East Invest 2

პროექტის ხანგრძლივობა: 
2014 - 2017
განმახორციელებელი პარტნიორი: 
EUROCHAMBRES
UEAPME
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
6,5 მილიონი ევრო

„აღმოსავლეთის ინვესტირება 2“ ხორციელდება „აღმოსავლეთის ინვესტირება 1-თან“ პარალელურად, კონკრეტულად კი ფოკუსირებულია ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეებზე, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოების სწავლებაზე ბიზნესის განვითარებაში; ამას ხელს უწყობს ევროკავშირის პოტენციური საქმიანი პარტნიორების ვიზიტები და იმის შეცნობა, თუ როგორ უნდა აწარმოო ბიზნესი ევროპაში „აღმოსავლეთის ინვესტირება 1-ის“ წარდგენითი პრეზენტაციების მიხედვით.

მიზნები

მეტად ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის სავაჭრო ნაკადებისა და ინვესტიციების გაზრდა.

ბენეფიციარები

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები (BSO), მცირე და საშუალო საწარმოები (SME) ევროკავშირიდან და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითრების პოტენციალი.

აქტივობები

  • BSO-ს პოტენციალის გაზრდა (გრძელვადიანი პარტნიორობა, BSO-ს გაცვლითი პროგრამები და აკადემიები);
  • SME-ს აკადემიები;
  • საჯარო-კერძო სექტორის დიალოგის ღონისძიებები.
  • ყოველწლიური კონფერენციები

შედეგები

  • შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის 100-ზე მეტი BSO-სგან შემდგარი ინტერაქტიული ქსელი. ამ ქსელის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის BSO-ს ქვე-ქსელი 6 ქვეყნის მასშტაბით.
  • აღმოსავლეთის პარტნიორობის დაახლოებით 150 BSO-მ გაიარა სწავლება სხვადასხვა თემებზე SME-ისთვის საკუთარი სერვისების გასაუმჯობესებლად, მათი გაწევრიანების ბაზის გაძლიერებისა და საჯარო-კერძო სექტორის დიალოგში (PPD) ჩართვისთვის. 13 გრძელვადიანი პარტნიორობა ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის BSO-ს შორის, 24 BSO-ს გაცვლა, 5 BSO-ს აკადემია და 30 PPD ტრენინგი ჩატარდა ამ მიზნით.
  • 340-ზე მეტმა SME-მ გაიარა სწავლება 12 SME-ს აკადემიაში საექსპორტო მზადების საკითხებზე, DCFTA-ს მოთხოვნებზე, ევროკავშირის კანონმდებლობაზე აგრო-კვების სექტორში, ასევე მარკეტინგის მეთოდებზე და საერთაშორისო საქმეებში მონაწილეობის მიღებაზე.
  • რეგიონალური მემორანდუმი (RPP) ჩამოყალიბებულ იქნა პოლიტიკის შემმუშავებელთათვის რეკომენდაციებით, რათა გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში; მასში მონაწილეობა 200-მდე კერძო სექტორის ორგანიზაციამ (ბიზნეს ასოციაციამ) მიიღო.

ვებგვერდი

http://www.east-invest2.eu

პარტნიორები