პროგრამები

East Invest 1

პროექტის ხანგრძლივობა: 
2010 - 2017
განმახორციელებელი პარტნიორი: 
EUROCHAMBRES
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
7 მილიონი ევრო

აღმოსავლეთში ინვესტირება – ეს არის რეგიონალური საინვესტიციო და ვაჭრობის ხელშემწყობი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი ბიზნესის გაუმჯობესებას, ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას, ასევე უშუალოდ აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის, საწარმოო დარგებში, რომლებიც მეტად პრიორიტეტულია.

მიზნები

  • ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის, აგრეთვე, მიზნობრივ ექვს ქვეყანას შორის საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP-ის) (ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების და შერჩეული საჯარო სექტორის ორგანოების) ეკონომიკური აქტივობების გაზრდა.
  • „აღმოსავლეთის ალიანსის“ ჩამოყალიბება, ბიზნეს-ორგანიზაციების მობილიზება ორივე მხრიდან მყარი პარტნიორობის დამყარებისა და როგორც სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე ერთმანეთთან დიალოგის მხარდაჭერის მიზნით.

ბენეფიციარები

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები (BSO), მცირე და საშუალო საწარმოები (SME) ევროკავშირიდან და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითრების პოტენციალი.

აქტივობები

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ქსელების კონსოლიდაცია და შექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირში (აღმოსავლეთის ალიანსი).
  • ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს შორის შეხვედრების ორგანიზება პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, მათ შორის რეგიონალურ ბაზრობებში მონაწილეობა.
  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა აღმოსავლეთის ალიანსში, მათი ქსელის, სავაჭრო კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გაზრდისთვის.
  • აღმოსავლეთის ალიანსში ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციებისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, მათი შესაძლებლობების გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ქსელში.
  • აღმოსავლეთის ინვესტირების პროგრამის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა აღმოსავლეთის ალიანსში არსებული საჯარო სექტორის შერჩეული ორგანოებისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

შედეგები

მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:

  • SME-ს წარდგენითი პრეზენტაცია: 24 მცირე და საშუალო საწარმოს წარდგენითი პრეზენტაციები განხორციელდა ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოში, მათ შორის არიან აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერი 11 ორგანიზაცია, ევროკავშირის ბიზნესის მხარდამჭერი 18 ორგანიზაცია, აღმოსავლეთის პარტნიორობის 400 მცირე და საშუალო საწარმო და ევროკავშირის 1 000 კომპანია. პრეზენტაციების წარდგენის განმავლობაში ევროკავშირმა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოებმა 22 კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

  • ევროპაში ჩატარდა 5 სასწავლო ვიზიტი, რომელშიც 6 ქვეყნიდან 50 მცირე და საშუალო საწარმო იყო ჩართული.

  • აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის 22 სემინარი ჩატარდა, რომელშიც სომხეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან 216-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო მონაწილეობა.

     

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისათვის (BSO):

  • დასრულებულ იქნა 50-ზე მეტი ინდივიდუალური გაცვლა აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილეობით: ერთი საქართველოდან იტალიაში; ერთი მოლდოვიდან იტალიაში; ორი უკრაინიდან იტალიაში; სამი ბელარუსიდან უკრაინაში და ა.შ.
  • შეიქმნა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების მენეჯმენტის ოთხი აკადემია, რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების 128 წარმომადგენელმა უკრაინიდან, საქართველოსა და მოლდოვიდან.
  • ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის
  • ევროკავშირის საკონსულტაციო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელმაც აღმოსავლეთის პარტნიორობის BSO-ებს საშუალება მისცა, მოიზიდონ თანამშრომელი სპეციალისტები ევროკავშირიდან და მიიღონ დახმარება ადგილზე.
  • შემუშავდა პროექტის მენეჯმენტის 6 კურსი (ერთი კურსი თითოეული ქვეყნისთვის) აღმოსავლეთის პარტნიორობის BSO-ს პროექტების მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

საჯარო სექტორის შერჩეული ორგანოებისათვის (საინვესტიციო ცნობადობა):

  • რეგიონისთვის 6 პრიორიტეტული დარგის განსაზღვრა
  • კონკრეტული ქვეყნისა და დარგის ანალიზი აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა 6 ქვეყნისთვის
  • 6 ქვეყნის ანგარიში აღმოსავლეთის ინვესტირების პროგრამის ვებგვერდზე (განყოფილება „ინვესტიციების ხელშეწყობა“)
  • 6 საინვესტიციო რუკის ბროშურა
  • 4 საინვესტიციო კატალოგი
  • 9 საინვესტიციო კონფერენცია

ვებგვერდი

http://www.east-invest.eu

 

პარტნიორები