პროგრამები

DCFTA-ს მცირე და საშუალო მეწარმეობის პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმი

პროექტის ხანგრძლივობა: 
2014 - 2024
განმახორციელებელი პარტნიორი: 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
10,22 მილიონი ევრო

მექანიზმი ითვალისწინებს სესხებსა და ევროკავშირის გრანტებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო მეწარმეობის პირდაპირი დაფინანსების მხარდასაჭერად. მექანიზმის დანიშნულებაა ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება გარანტიების სისტემისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ განსახორციელებელი სიცოცხლისუნარიანი პროექტების რიცხვის გასაზრდელად.

მიზნები

მექანიზმის მიზნები შემდეგია:

  • მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და გრძელვადიანი დაფინანსების უკმარისობის აღმოფხვრა;
  • ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფა და, შესაბამისად, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სავალუტო რისკების შემცირება;
  • მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სარგებლიანი საინვესტიციო პროექტების განსაზღვრასა და წარმატებულ განხორციელებაში დახმარების გაწევა, მცირე და საშუალო საწარმოების მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესება და მათთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • ადგილობრივი საფინანსო ბაზრების განვითარების ხელშეწყობა მდგრადი და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით.

ბენეფიციარები

მცირე და საშუალო საწარმოები, მათ შორის სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და მომსახურების, უძრავი ქონებისა და ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების და სხვა სფეროებიდან.

აქტივობები

რისკების გაზიარება

  • ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იზიარებენ მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების რისკს, რაც საშუალებას აძლევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, გაზარდოს დაფინანსება ამჟამად შესაძლებელ ოდენობაზე მეტად.
  • პროგრამის განხორციელების პირველი წლიდან მოყოლებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უზრუნველყო ექვსი საინვესტიციო პროექტის დაფინანსება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის – ორ-ორი თითოეულ მონაწილე ქვეყანაში (2016 წლის ბოლოსთვის).

ტექნიკური დახმარება

  • მექანიზმი უზრუნველყოფს სერვისებს მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარებისა და სარგებლიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშესაწყობად;
  • მცირე და საშუალო მეწარმეებს დახმარებას უწევს სიცოცხლისუნარიანი საინვესტიციო პროექტების განვითარებასა და განხორციელებაში, ბიზნესის დაგეგმვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში;
  • უზრუნველყოფს შესაბამისი სფეროს ექსპერტი-კონსულტანტების რჩევებს ენერგოეფექტურობასა და გარემოსდაცვით პრაქტიკასთან დაკავშირებით.

შედეგები

პროგრამამ სარგებელი მოუტანა სხვადასხვა პროექტს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების, იჯარის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში.

ვებგვერდი

https://ec.europa.eu/europeaid/blending/dcfta-deep-and-comprehensive-fre...

მეტის გაგება და გამოყენება

საქართველო მოლდოვა უკრაინა

პარტნიორები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)

ელფოსტა: