პროგრამები

DCFTA-ს ინიციატივა აღმოსავლეთი (EIB)

პროექტის ხანგრძლივობა: 
2016 - 2021
განმახორციელებელი პარტნიორი: 
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფი
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
62,74 მილიონი ევრო

თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) ინიციატივა აღმოსავლეთის მიზანია გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, მიზნობრივი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SME) ამ სამ ქვეყანაში.

მიზნები

  • დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდა სესხების გაუმჯობესებული პირობების საშუალებით;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახმარება ადგილობრივი მიკრო საწარმოების დაფინანსებაში
  • აგრო-კვების სექტორის პრიორიტეტული წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვებისათვის მიზნობრივი დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.

ბენეფიციარები

  • მცირე და საშუალო საწარმოები

აქტივობები

ინიციატივა ხელს უწყობს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოების, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციის ზრდას, შემდეგი მეთოდებით:

  • ადგილობრივი მიკრო საწარმოების ხელშეწყობა ადგილობრივი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებით;
  • ტექნიკური დახმარების გაწევა ფინანსური შუამავლებისთვის (მიკროსაფინანსო ორგანიზავიების ჩათვლით) ინსტიტუციონალური აქტივობების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და საკონსულტაციო მომსახურების სერვისების საშუალებით SME-ბისთვის რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე, სოფლის მეურნეობის განვითარებით, განსაკუთრებით აგრო-კვების წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვის განვითარებით.
  • SME-ს სესხების გარანტიების შეთავაზება ადგილობრივი ბანკებისა და სხვა ფინანსური შუამავლებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ დაკრედიტების პირობები და უზრუნველყონ უფრო ფართო წვდომა SME-ს დაფინანსებისთვის. 

შედეგები

http://www.eib.org/projects/regions/eastern-neighbours/instruments/dcfta/index.htm

მეტის გაგება და გამოყენება

საქართველო მოლდოვა უკრაინა

პარტნიორები

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფი