პროგრამები

DCFTA-ს ადაპტირების პროგრამა (DAP) – მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 
2015 - 2019
განმახორციელებელი პარტნიორი: 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
4,5 მილიონი ევრო

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექსპორტის ხელშეწყობას, ახალი სტანდარტების მიღებასა და DCFTA-ს (ევროკავშირთან შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. იგი ასევე მუშაობს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე ადგილობრივ დონეზე.

მიზნები

მიზნები შეიცავს:

  • მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
  • ექსპორტის გამარტივება;
  • ახალი სტანდარტების მიღება;
  • DCFTA-ის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება;
  • ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება; საკონსულტაციო მომსახურების უფრო ფართო გამოყენება და ხარისხის ამაღლება ადგილობრივ დონეზე.

ბენეფიციარები

ადგილობრივი კერძო საწარმოები 250-ზე ნაკლები თანამშრომლით და წლიური 50 მილიონ ევროზე ნაკლები ოდენობის შემოსავლით

აქტივობები

  • ადგილობრივი კონსულტანტების მიერ უზრუნველყოფილი ბიზნეს კონსულტაციები
  • საერთაშორისო ექსპერტების მიერუზრუნველყოფილი საწარმოო ექსპერტიზა
  • სწავლება და სემინარები
  • საკონსულტაციო დახმარება ექსპორტის განვითარებაში
  • ბაზრის განვითარების აქტივობები

შედეგები

პროექტის განხორციელების პირველ წელს წამოწყებული იქნა 56 ბიზნეს საკონსულტაციო პროექტი და დღეისთვის შეფასებული პროექტები მიუთითებს 22%-ით ბრუნვის და 10%-ით დასაქმების ზრდაზე.

ვებგვერდი

https://euforgeorgia.ge/project/dcfta-adaptation-programme-dap-support-for-sme-competitiveness-in-georgia/

 

მეტის გაგება და გამოყენება

საქართველო

პარტნიორები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)

ელფოსტა: