სავაჭრო შეთანხმებები საქართველოსა და მოლდოვასთან - შეფასება

ინიციატივის შესახებ

შეფასების შედეგად, ევროკავშირის მიერ საქართველოსა და მოლდოვასთან გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების“ დადებითი და უარყოფითი შედეგები შეისწავლება. აღნიშნული ევროკავშირის მიერ თითოეულ ქვეყანასთან დადებული  ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია.

კვლევა შეაფასებს იმ გავლენას, რომელიც ამ სავაჭრო შეთანხმებებს ჰქონდა თითოეული ქვეყნის ვაჭრობასა და ეკონომიკაზე, ზოგადად, საზოგადოებაზე, დასაქმებულებზე, ადამიანის უფლებებსა და გარემოზე. ამასთან, შეისწავლება გავლენა მცირე ბიზნესსა და მომხმარებლებზე.

უკუკავშირის პერიოდი:

3 თებერვალი, 2020 – 2 აპრილი, 2020 (24:00, ბრუსელის დროით)

უკუკავშირის 4 კვირის განმავლობაში მიიღება. გამოხმაურება გათვალისწინებული იქნება ინიციატივის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფილი მოდელის შექმნის თვალსაზრისით. კომისია მიღებულ უკუკავშირს ანგარიშის სახით შეაჯამებს და განმარტავს, თუ როგორ მოხდება შესაფერისი იდეების ინტეგრირება, ან, რატომ არ იქნება შესაძლებელი ზოგიერთი წინადადების გათვალისწინება. მიღებული უკუკავშირი, რომელიც უკუკავშირის წესებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://ec.europa.eu/info/law/better-regulation/have-your-say/initiatives/12086-Ex-post-evaluation-of-the-EU-Georgia-and-the-EU-Moldova-DCFTA-Agreements