SME-ის რეგულაციების გაუმჯობესება უკრაინაში

Improving SME regulations in Ukraine

პროექტი FORBIZ ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში SME-ის მარეგულირებელი ჩარჩოების გაუმჯობესებაზე და მთავრობა-კერძო სექტორს შორის დიალოგის ინტენსიფიკაციაზე.

უკრაინის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ და უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციამ წამოიწყო FORBIZ - ბიზნესის მხარდაჭერის მოწინავე პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში.

FORBIZ ყურადღებას უთმობს სამ სფეროს: მარეგულირებელი პოლიტიკის გაუმჯობესება, უკრაინის მთავრობის უნარის გაღრმავება აწარმოოს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესზე და SME-ს და მთავრობას შორის დიალოგის გამართვა.

პროექტის მოსალოდნელ მიღწევებს შორისაა ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირება SME-ზე და ერთიანი საინფორმაციო ვებპორტალის შექმნა SME-ის რეგულაციების თაობაზე. FORBIZ ასევე გეგმავს აქტივობებს უკრაინული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სპეციალიზებული სააგენტოს შექმნას უკრაინაში SME-ის განვითარებისათვის და პოპულარიზაციას გაუწევს SME-ის მხარდაჭერის საუკეთესო მეთოდიკას რეგიონული ორგანოების წინაშე.

უკეთესი რეგულირების უზრუნველყოფის ოფისი (BRDO) - დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს FORBIZ-ში სამართლის ექსპერტების და ანალიტიკოსების ჯგუფის მეშვეობით, რომელიც შეიმუშავებს საუკეთესო რეგულაციებს სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, მართვისა და ზედამხედველობის, საერთაშორისო ვაჭრობის და საინფორმაციო ტექნოლოგიის პრიორიტეტულ სექტორებში. უკეთესი რეგულირების უზრუნველყოფის ოფისი ფინანსდება ევროპის კავშირის მიერ პროექტის ფარგლებში.