SME-ის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება

Improving SME product quality
საქართველო
 | 

EU4Business, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ბანკი შეუერთდა ძალებს, რომლებიც დაფინანსების ახალ საშუალებებს ქმნის ადგილობრივი SME-ის განვითარების მხარდასაჭერად

EBRD-მა, საქართველოს ბანკთან ერთად, აამუშავა EBRD-ევროკავშირის დაფინანსების ახალი მექანიზმი ადგილობრივი SME-ის განვითარების მხარდასაჭერად ქვეყნის ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კონტექსტში, რამაც საშუალება მისცა კომპანიებს სრულად ესარგებლა DCFTA-ის ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობებით.

EBRD-EU4Business საკრედიტო ხაზი მხარს დაუჭერს ადგილობრივი SME-ს მოდერნიზაციას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში და მომსახურების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

ევროკავშირი უზრუნველყოფს დაინტერესებულ SME-ს საინვესტიციო სტიმულებით 15% და სესხებით ადგილობრივ ვალუტაში, ასევე, ტექნიკური დახმარებით, რაც გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტების და EBRD-ის კონსულტაციას მცირე ბიზნეს-ერთეულებისათვის. თავის მხრივ, ეს შექმნის გარემოს, რომელიც სასარგებლოა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ეკონომიკის ზრდას საქართველოში.