გრანტები ქსელის შექმნაზე საბროკერო ღონისძიებებში ან მოსამზადებელ შეხვედრებზე – შეიტანეთ განაცხადი ახლავე!

აღმოსავლეთ პარტნიორობის მკვლევრებს, მათ შორის სამრეწველო დარგისა და მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს, შეუძლიათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის გრანტზე ფართომასშტაბიან საბროკერო ღონისძიებებსა და მსგავს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ფარგლებში.

საგრანტო სქემის მიზანია სამეცნიერო ქსელების გაფართოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობაში არშემავალ ასოცირებულ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის „ჰორიზონტი 2020“-ის საპროექტო წინადადებებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილეთა რიცხვის გაზრდა.

საგრანტო სქემა ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მკვლევრების დაფინანსებას შემდეგი დარგებიდან:

  • კვლევითი ორგანიზაციები, მაგალითად, კვლევითი დაწესებულებები/ორგანიზაციები, უმაღლესი განათლების დაწესებულებები და ა.შ.
  • მრეწველობა
  • მუნიციპალიტეტები
  • მცირე და საშუალო საწარმოები

საგრანტო სქემით დაფინანსდება მონაწილეობა ფართომასშტაბიან საბროკერო ღონისძიებებსა და მსგავს საქმიანობაში „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში, მათ შორის მონაწილეობა მოსამზადებელ შეხვედრებზე, „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამით გათვალისწინებულ თემატიკაზე საპროექტო წინადადებების შემუშავების მიზნით.

საპროექტო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი.

შემოთავაზებული ღონისძიებებია:

განაცხადის შეტანის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ განაცხადის ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.eap-plus.eu/object/call/123