ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) და „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ ზრდიან ადგილობრივი მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსებას

ქართული მონეტები და ბანკნოტები
საქართველო
 | 

ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) მიკრო და მცირე საწარმოებს ღსს „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ მეშვეობით 10 მილიონი აშშ დოლარის პირველი რიგის სესხი გამოუყო.

დაფინანსება მიკრო და მცირე საწარმოებზე გადანაწილდება „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ძირითადი შვილობილი კომპანიის – „საქართველოს ბანკის“ – საშუალებით, რომელიც ქვეყანაში მცირე ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი კრედიტორია. ეს ხანგრძლივი თანამშრომლობა ძველ პარტნიორებს შორის ითვალისწინებს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერას, მომავალში გააფართოოს მიკრო და მცირე საწარმოების დაფარვის არეალი, უპირველესად, ტურიზმის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში და ხელს უწყობს EU4Business ძირითადი პრიორიტეტის მიღწევას, რომელიც გულისხმობს დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესებისთვის.

„ერთად ჩვენ ვაბანდებთ სახსრებს ქართული მეწარმეობის წარმატებაში“, – აღნიშნა ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფ ტისკენსმა: „„საქართველოს ბანკის ჯგუფი“, რომელიც ესოდენ დიდ ერთგულებას იჩენს EFSE-ის მიკრო და მცირე საწარმოების სამიზნე ჯგუფისადმი და აქვს უდიდესი ქსელი ქვეყანაში, მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომლის მიზანსაც ეკონომიკის წამყვან სექტორში ფინანსურ საჭიროებათა დაკმაყოფილება წარმოადგენს“.

კახა კიკნაველიძემ, „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ მოხარული იყო კიდევ ერთი თანამშრომლობისა EFSE-თან, რომლის შედეგად „ჩვენი კლიენტი მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის ახალი პროდუქტები შეიქმნება“. „მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სხვადასხვა სახის ფინანსური სერვისებითა და გადაწყვეტილებებით ყოველთვის იყო ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი, EFSE კი 2010 წლიდან ყოველთვის ჩვენი საიმედო პარტნიორია ამ მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს ქართული საწარმოების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის“, – დასძინა კიკნაველიძემ.

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) KfW განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით შეიქმნა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

EFSE ფოკუსირებულია ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის დახმარების გაწევაზე საკუთარი შესაძლებლობების გაზრდაში, საკმარისი და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით. EFSE-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები, რომლებიც განკუთვნილია ძირითადად მიკრო და მცირე მეწარმეების დასაფინანსებლად და ასევე კერძო მეურნეობების მხარდასაჭერად მეურნეობის გაუმჯობესებაზე სესხის გაცემის ფორმით, მიეწოდებათ შესაბამის სესხის მიმღებებს ადგილობრივი პარტნიორი საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით.