ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესს კიევის კონფერენციაზე EU4Business-ის ფარგლებში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის საინვესტიციო ბანკს უკრაინაში და აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, 10 თებერვალს ამოქმედდა კიევის კონფერენციაზე.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) აღმოსავლეთის ინიციატივის პროგრამის მიზანია, დააჩქაროს ეკონომიკური განვითარება მიზნობრივ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფინასური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით.

ევროპის საინვესტიციო ბანკი შეუერთდა ძალებს ევროკავშირის მეზობლობის საინვესტიციო ფონდიდან (NIF), რათა უზრუნველყოს უკრაინული, მოლდოვური და ქართული კომპანიები საშუალებების ყოვლისმომცველი პაკეტით იმისათვის, რომ მათ შეძლონ ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების რეალიზაციით წარმოშობილი შესაძლებლობებით მაქსიმალურად სარგებლობა.

ის წარმოადგენს EU4Business-ის უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს, რომელსაც ევროკომისია ახორციელებს და რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ და აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართულ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს.

კიევის კონფერენცია გამოყენებული იქნა უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესზე სესხების გამცემი ბანკებისათვის 40 მლნ ევროს საგარანტიო ფონდის ასამოქმედებლად. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს რისკების მართვის ეფექტური მექანიზმით, რათა გაიზარდოს მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უნარი.

სტაბილიზებული, მზარდი და უფრო ძლიერი ეკონომიკა, ჯანმრთელ და უფრო ძლიერ მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად, უკრაინის აყვავების ქვაკუთხედია, ხოლო EU4Business-ის DCFTA-ის აღმოსავლეთის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აღნიშნული ოცნების ახდენაში უახლოეს წლებში“, – განაცხადა ბერენდ დე გროოტმა, უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონფერენციისადმი მიმართვაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის და საშუალო ზომის კომპანიების გენერალური დირექტორები, ფინანსური დირექტორები და ზედა რგოლის ხელმძღვანელები, ასევე, ფინანსური შუამავლები, ფინანსური მრჩევლები და დარგობრივი ასოციაციები.