50 მილიონი ევროს დაფინანსება ინოვაციურ კომპანიებს

€50 m financing for innovative companies
უკრაინა
 | 

ევროკკავშირმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის "პროკრედიტ ბანკთან" ინოვაციური კომპანიების 50 მილიონი ევროთი დასაფინანსებლად

ევროპის საინვესტიციო ფონდმა და სს "პროკრედიტ ბანკმა" ხელი მოაწერეს პირველ ხელშეკრულებას პროექტ “InnovFin”-ის (ევროკავშირის დაფინანსება ინოვატორებისათვის) – ევროპის კომისიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია სახსრების მოზიდვა SME-ის ინოვაციური პროექტების განვითარებისათვის.

InnovFin წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას, რომლითაც ხდება სესებზე გარანტიის გაცემა ინოვაციური SME-თვის, რაც ფინანსდება ევროკავშირის მიერ Horizon 2020-ის პროგრამის ფარგლებში. ეს წაახალისებს "პროკრედიტ ბანკს", გაზარდოს ინოვაციური უკრაინული საწარმოების დაფინანსება მომგებიანი პირობებით.

ხელშეკრულების ხელმოწერაზე კომენტარისას EIF-ის ჰაინც ოლბერსმა განაცხადა: "უკრაინულ ბაზარს ზრდის უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობები გააჩნია. რამდენადაც დაფინანსებაზე წვდომა უმთავრესი გამოწვევაა უკრაინული SME-ის წინაშე, პროგრამა InnovFin ასევე გვიჩვენებს მათთვის სარგებლიანობას."

InnovFin-ის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა ასევე წარმოადგენს უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირის რეფორმების მხარდაჭერის ნიშანს, განაცხადა უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა ჰიუ მინგარელიმ: "ჩვენ ევროპის გაერთიანებაში მიგვაჩნია, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო უკრაინაში ინოვაციის მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ უკრაინის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. ინოვაცია გადამწყვეტი მოთხოვნაა ზრდის დასაჩქარებლად."

InnovFin წაახალისებს ბანკებს და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რათა მათ ასესხოს ფული SME-ს (კომპანიებს 500 მეტი დასაქმებულით), რომლებიც საჭიროებენ ინვესტიციას და/ან საბრუნავ კაპიტალს კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის დასაფინანსებლად. EIF არჩევს პარტნიორებად იმ ევროპულ ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც გამოხატავენ უკრაინაში ფინანსური შუამავლის ფუნქციის შესრულებისადმი ინტერესს.