EU4Business-ის მხარდაჭერით, სომეხ კინემატოგრაფისტთა საზოგადოება მართავს შეხვედრას ქართულ კინოკლასტერთან

სომეხ და ქართველ კინემატოგრაფისტთა შეხვედრა თბილისში
სომხეთი
 | 

საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართული მე-19 კინოფესტივალის ფარგლებში, დამოუკიდებელ სომეხ კინემატოგრაფისტთა საზოგადოების (IFCA) წევრები ესტუმრნენ ქართულ კინოკლასტერს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს კავშირების დასამყარებლად, თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად და საერთო პროექტების განსახორციელებლად.

ვიზიტი ჩატარდა EU4Business SMEDA (მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა სომხეთში) პროექტის მხარდაჭერით, სომხეთის შემოქმედებითი და კულტურული სფეროების მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების ფარგლებში. ქართული კინოკლასტერი დაარსდა EU4Business-ის პროექტის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში მხარდაჭერით. ორივე პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მათ ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

კერძოდ, გაიმართა დისკუსიები ქართული კინოინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის შესახებ, ასევე ქართული კინოკლასტერის რეგულირებასა და ფუნქციონირებაზე. სომეხი და ქართველი კინემატოგრაფისტები შეთანხმდნენ იმაზე, რომ აუცილებელია თანამშრომლობის დაწყება სამთავრობო დონეზე გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის ურთიერთგაცვლის მიზნით. 

IFCA-ს დელეგატები ასევე შეხვდნენ კინოინდუსტრიის კარგად ცნობილ საერთაშორისო ექსპერტებს, რომელთა დახმარებითაც მათ შესაძლებლობა აქვთ, გავიდნენ გლობალურ კინემატოგრაფიულ ბაზარზე.

EU4Business-ის SMEDA პროექტი ხელს უწყობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის სომხეთში. მისი მიზანია კერძო სექტორის გაძლიერება, მცირე და საშუალო საწარმოების კოორდინაციის მექანიზმების ხელშეწყობა და კავშირების დამყარება კვლევით ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა.