EU4Business გენერალური ასამბლეა: წარსულის ათწლიანი მიღწევების მიმოხილვა და სამომავლო გამოწვევებისთვის მზადება

EU4Business გენერალური ასამბლეა: წარსულის ათწლიანი მიღწევების მიმოხილვა და სამომავლო გამოწვევებისთვის მზადება
საქართველო
 | 

2019 წლის 28 ივნისს ბრიუსელში EU4Business გენერალური ასამბლეის მესამე შეხვედრა გაიმართა. იგი მიეძღვნა EU4Business ინიციატივის მე-10 წლისთავს. ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე EU4Business-ის სამდივნომ გენერალურ ასამბლეას ბოლო ათი წლის შედეგები გააცნო და 2018 წლის მიღწევებზე ისაუბრა. 

2019 წლის გენერალურმა ასამბლეამ უნიკალური შესაძლებლობა მისცა 83 მონაწილეს, რომელთა შორის იყვნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლები, EU4Business-ის შემსრულებლები და ევროპული კომისია, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ EU4Business-ის პროგრამებისა და პროექტების განხორციელების გამოცდილება. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც EU4Business-მა გასწია მცირე და საშუალო საწარმოების არსებულ საჭიროებათა დაკმაყოფილებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების მიზნით. მათ ასევე ისაუბრეს მიღწეული წარმატებებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები ბოლო ათი წლის მანძილზე EU4Business ინიციატივის წარმატებით განხორციელებაზე საუბრისას აქცენტს წინსვლის გზებზეც აკეთებდნენ. EU4Buisiness-ის, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის, განმტკიცების მიზნით ათი წლის თავზე ჯერ კიდევ ბევრია სასწავლი და გასაკეთებელი.

2009 წლიდან მოყოლებული, ათი წლის მანძილზე, EU4Business მუდმივად ვითარდებოდა, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან და ადეკვატურად აესახა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის საჭიროებები. დღეს EU4Business-ის 49 პროექტის პორტფელი 417 მილიონ ევროს შეადგენს, რის შედეგადაც EU4Business-ის საერთო ბიუჯეტმა 3 მილიარდ ევროს გადააჭარბა. 

 

EU4Business-ის მიღწევების პრეზენტაცია​

ასამბლეა გახსნა ნიკოლას ცენდროვიჩმა (კეთილმეზობლობისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების გენერალური დირექტორატი, DG NEAR), რომელმაც გამოსვლის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა ბოლო ათი წლის მანძილზე აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში და მის ძირითად მიზნებს; მან ასევე ისაუბრა 2020 წლის შედეგებზე, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ინიციატივის წინსვლის შეფასება. 
 
პირველ სხდომაზე EU4Business-ის სამდივნოს გუნდის ლიდერმა დოქტორ ჯულია ჯაროვამ (EY) EU4Business-ის საიუბილეო ანგარიში წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც მოკლედ მიმოიხილა ინიციატივის გზა დაწყების დღიდან, ანუ 2009 წლიდან დღემდე. EU4Business-ის ბოლო ათი წლის მიღწევებით ყველაფერი ნათელი ხდება, რაც გვაძლევს ინიციატივის მე-10 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის შესანიშნავ საბაბს. 
გაშუქდა EU4Business-ის ბოლო ათი წლის 10 უმნიშვნელოვანესი მიღწევა:
1. 49 პროექტი ევროკავშირის 417 მილიონი ევროს დაფინანსებით, რომელთაც მოიზიდეს EU4Business-ის ბიუჯეტის 3 მილიარდ ევროზე მეტი თანხა;
2. აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის 85 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო მხარდაჭერა;
3. 120 000-ზე მეტი სესხი გაიცა დაახლოებით 80 000 მცირე და საშუალო საწარმოზე;
4. მცირე და საშუალო საწარმოებს გადაეცა 2,5 მილიარდ ევრომდე თანხის სესხები;
5. დღეის მდგომარეობით, სესხების 50%-ზე მეტი ადგილობრივ ვალუტაშია გაცემული;
6. ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მექანიზმით გათვალისწინებული დაფინანსება შეადგენს 194,5 მილიონ ევროს, რამაც მოიზიდა 2,5 მილიარდი ევრო;
7. მხარდაჭერა შეეხო 250 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს მცირე და საშუალო საწარმოებში და 34 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა EU4Business-ის დახმარებით; 
8. პროგრამის „ქალები ბიზნესში“ ფარგლებში 60 მილიონ ევროზე მეტი გაიცა დაახლოებით 7250 მცირე და საშუალო საწარმოზე, რომელთა ხელმძღვანელებიც ქალები არიან;
9. თითქმის 77 000 ადამიანმა გაიარა ტრენინგი და 57 000-ზე მეტი ესწრებოდა ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებს;
10. ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში მიღებული იქნა 72 ახალი კანონი და შემუშავებულია დამატებით 137 კანონი.
 
დოქტორმა ჯულია ჯაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ამ 10 მნიშვნელოვანი მიღწევის გარდა, ადგილი ჰქონდა არაპირდაპირ ზემოქმედებასაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოების წილი მშპ-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ EU4Business ინიციატივა წარმატებით ემსახურება პარტნიორ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის განვითარების მიზანს. EU4Business-მა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთის პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოების გაუმჯობესების საქმეში. დღეს რეგიონის ყველა ქვეყანაში მოქმედებს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პოლიტიკა და ყველა მათგანს გააჩნია მცირე და საშუალო საწარმოების სპეციალიზებული სააგენტოები თუ დამხმარე ორგანოები.
 
დილის მეორე შეხვედრაზე EU4Business-ის სამდივნომ წარმოადგინა 2019 წლის EU4Business-ის წლიური ანგარიში, რომლის ფარგლებშიც განიხილა 2018 წლის ძირითადი მიღწევები. 2018 წელს განხორციელებული ყველა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების ანალიზისას EU4Business-ის სამდივნომ ხაზი გაუსვა ინიციატივის მნიშვნელოვან მიღწევებს და მის მზარდ იმპულსს:
6024 მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხები მონაწილე ფინანსური დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებებიდან EU4Business-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.
• 960-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სესხები მონაწილე ფინანსური დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებებიდან DCFTA პროგრამების ფარგლებში.
• 4870 მცირე და საშუალო საწარმომ, რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ, მიიღო სესხები მონაწილე ფინანსური დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებებიდან EU4Business-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.
• მონაწილე ფინანსური დაწესებულებებისა და საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების მიერ მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემულმა სესხებმა გადააჭარბა 315 მილიონ ევროს.
• DCFTA პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემულმა სესხებმა შეადგინა დაახლოებით 192 მილიონი ევრო.
• მცირე და საშუალო საწარმოების ადგილობრივ ვალუტაში გადაკრედიტების მიზნით მონაწილე ფინანსური დაწესებულებების სესხების/გარანტიების/კაპიტალდაბანდებების თანხამ 220 მილიონი ევრო შეადგინა. ამჟამად ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხები შეადგენს ინიციატივის ფარგლებში გაცემული სესხების 50%-ს.
• მცირე და საშუალო საწარმოების, კერძო ფინანსური ინიციატივისა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის 8 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და წვრთნა და 27 000 დაესწრო ღონისძიებებს, რომლებიც ორგანიზებული იყო EU4Business-ის ფარგლებში.
• 290 ქალმა მეწარმემ გაიარა ტრენინგი EU4Business-ის დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.
• მხარდაჭერა შეეხო 66 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს და შეიქმნა 6000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
• DCFTA პროგრამით, მხარდაჭერა შეეხო 38 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს მცირე და საშუალო საწარმოებში და შეიქმნა 2440-მდე ახალი სამუშაო ადგილი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
 
გენერალური ასამბლეის მონაწილეებს წარმოუდგინეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგები, კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოების ფოკუს-ჯგუფებისა და EU4Business-ის სამდივნოს მიერ 2019 წლის აპრილის თვეში ორგანიზებული EU4Business-ის ეროვნული მრგვალი მაგიდების შედეგები. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ აღნიშნულ ღონისძიებებზე იმსჯელეს EU4Business-ის სამომავლო ნაბიჯებზე და მათში მონაწილეობა 250 მონაწილემ მიიღო. მსჯელობის ძირითადი მომენტები შეეხო მხარდაჭერის შემდეგ სფეროებს, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას მომავალში:
• ევროკავშირის ბაზრებზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წვდომის დარეგულირებას გაცილებით მეტი დრო და კაპიტალდაბანდება სჭირდება, ვიდრე თავიდან ივარაუდებოდა.
• სესხები ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
• ინვესტირება და ფინანსებზე წვდომა წინანდებურად მნიშვნელოვანია, მათ შორის მცირე კომპანიებისთვისაც.
• ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ურთიერთდაკავშირებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას.
• მოთხოვნა მცირე და საშუალო საწარმოებისადმი კოლეგების მიერ მიზნობრივი გამოცდილების გაზიარებაზე განუხრელად იზრდება.
• მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზრის პრაქტიკაში კიდევ უფრო მოახლოება.
• ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით საჭიროა წარსულის გამოცდილების გათვალისწინება.
• არსებითად მნიშვნელოვანია ძირითადი ქალაქების ფარგლებს გარეთ გაღწევა.

 

10 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს მიმოხილვა​

საღამოს სხდომა გაიმართა მოდერირებული მსჯელობის სახით ბოლო ათი წლის მანძილზე EU4Business-ის მიღწევების შესახებ. EU4Business-ის განმახორციელებლებსა და ბენეფიციარებს ჰქონდათ საშუალება, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მნიშვნელოვანი გამოცდილება EU4Business-ის ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება, ცოდნისა და ბიზნეს-უნარების გაუმჯობესება და ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება.
 
საღამოს მსჯელობის მოდერატორი გახლდათ ბინ აჯემიანი (კეთილმეზობლობისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების გენერალური დირექტორატი, DG NEAR). განმახორციელებელი პარტნიორებიდან მთავარი გამომსვლელები იყვნენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC). აღნიშნულმა განმახორციელებლებმა გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი მიღწევები, გაუზიარეს გამოცდილება და მისცეს კონკრეტული წინადადებები ბიზნესის სფეროში EU4Business ინიციატივის შემდგომი განვითარებისთვის. პროგრამის განხორციელების შესახებ მსჯელობის დასრულების შემდეგ დამსწრეებმა განიხილეს კომუნიკაციისა და ინფორმირებულობის საკითხები ზოგადად EU4Business-ის შესახებ.
 
გარდა განმახორციელებლებისა, მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონულმა წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი შეხედულება, რომელიც გულისხმობდა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე წარმატებული შემდეგი მიმართულებით აღმოჩნდა: ა) მცირე და საშუალო საწარმოების წვდომის გაუმჯობესება ფინანსებზე და მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება; ბ) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გარემოს ხელშეწყობა; გ) მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და დ) ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება და პოლიტიკის განხორციელება მცირე და საშუალო საწარმოებთან დაკავშირებით. 
 
მონაწილეთა უმრავლესობის მიერ გაკეთდა შემდეგი ძირითადი დასკვნები:
• მართალია, EU4Business-ის პორტფელში შემავალი პროგრამების უმრავლესობა რეგიონალური მიმართულებისაა, პროგრამის განხორციელების გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით, ორმხრივი პროექტები იძლევა უფრო ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. 
• მისასალმებელია გრძელვადიანი პროგრამები, განსაკუთრებით ფინანსებზე პრიორიტეტული წვდომისა და DCFTA მექანიზმის ფარგლებში. მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებას სჭირდება დრო და ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირთან ვაჭრობა.
• წვდომა ფინანსურ პროგრამებზე პრიორიტეტულია და იგი რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებების გამომხატველია. წინსვლა გულისხმობს გაგრძელდეს სესხების გაცემა ადგილობრივ ვალუტაში, რაც საკმაო წარმატებით განხორციელდა ცოტა ხნის წინ. ბენეფიციარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ წვდომა ფინანსებზე და კონსულტაციების გაწევა შეთანხმებულად უნდა ხდებოდეს, რამდენადაც გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი კომბინაცია საკმაოდ ეფექტურია.
• სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ინსტრუმენტების შემუშავების პოტენცია, რომლებიც მოიცავენ უფრო პატარა საწარმოებსაც, მათ შორის მიკრო-საწარმოებს და სტარტაპებს. ფინანსური ინსტრუმენტების სფეროს გაფართოების მიზნით და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მათზე წვდომის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდგომი ინვესტიციები საბანკო სექტორის განსამტკიცებლად და არასაბანკო ფინანსური ბაზრის გასაღრმავებლად, ლიზინგის, ფაქტორინგისა და წილობრივი დაფინანსების მხარდასაჭერად.
• ტექნიკური მხარდაჭერის, სწავლისა და სწავლების მნიშვნელობა, კერძოდ, ინოვაციური პატარა და მცირე საწარმოებისთვის, არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დაფინანსებისა და სხვა სახის დახმარების ათვისებისა და მდგრადი გამოყენების შესაფერისი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოები დიდად აფასებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კოლეგების, როგორც მენტორების, დახმარებას.
• EU4Business-ს დღეს უკვე კარგად იცნობენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში. თუმცა, მასზე წვდომა გამოწვევად რჩება. საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამუშაოები ყველა მხარის, EU4Business-ის სამდივნოს, ყველა განმახორციელებლის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ უნდა გაგრძელდეს.
• EU4Business-ის მიღწევებისა და გავლენის მონიტორინგის სამუშაოები უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. 
 
ბინ აჯემიანმა (კეთილმეზობლობისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების გენერალური დირექტორატი, DG NEAR) გენერალური ასამბლეა დახურა იმ ფაქტზე მითითებით, რომ არსებობს კომუნიკაციის მრავალი საშუალება და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის მაგალითის აღება ერთმანეთისგან და სწავლა პარტნიორი ქვეყნების გამოხმაურების (უკუკავშირის) გათვალისწინებით. 
 
EU4Busuiness-ის წლისთავი შესანიშნავი საშუალება იყო წარსულის შესაფასებლად და სამომავლო პერსპექტივების წარმოსაჩენად. ჩამოყალიბებული, თუმცა სწრაფად განვითარებადი EU4Business მოგვევლინა აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთ წამყვან ინიციატივად, რომელიც ასახავს წინსვლას ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ურთიერთობაში ბოლო ათი წლის მანძილზე. იმავდროულად ინიციატივა კიდევ უფრო მეტ ამბიციებს სახავს სამომავლოდ. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა გველის, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი გახდება ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის ჭეშმარიტი საყრდენი.