აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 2017: ერთად ძლიერები ვართ

დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი ჩატარდა. სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა გვეზეიმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ურთიერთობებში მიღწეული შედეგები ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასევე, დაგვეგეგმა 2020 წლისთვის 20 ხელშესახები შედეგის მიღწევა, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს.

სამიტზე, რომელმაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს მოუყარა თავი, შეიკრიბნენ ევროკავშირის ინსტიტუტები წარმომადგენლები, კერძოდ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მეთაურები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის –  მეთაურები.  მათ შეუერთდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის სამეზობლოსა და ევროკომისარი გაფართოების მოლაპარაკებების შესახებ საკითხებში იოჰანეს ჰანი და ვაჭრობის ევროკომისარი სესილია მალსტრომი

სამიტის მონაწილეებმა დაამტკიცეს სამიტის ერთობლივი დეკლარაცია. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ევროკავშირსა და სომხეთს შორის ახალ ორმხრივ შეთანხმებას სომხეთთან საერთო საავიაციო სივრცის შესახებ  და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორების ჩართვის შესახებ.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა პირველ რიგში ხალხთა შორის პარტნიორობაა. მისი მიზანი ჩვენს ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესება და საზოგადოებების ერთმანეთთან დაახლოებაა. პარტნიორობა გულისხმობს ერთგულებას იმ საერთო ღირებულებების, პრინციპებისა და მოლოდინისა, რომელსაც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეები იზიარებენ,“ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან–კლოდ იუნკერმა. ,,დღევანდელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით 20 კონკრეტულ ნაბიჯზე, რომლის გადადგმა 2020 წლისთვის უნდა დავასრულოთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის დახმარებით 10 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, 20 000 ადამიანი გადამზადდა და 1000 000 კომპანიამ სესხი მიიღო.

ჩვენ გავაუმჯობესეთ უფასო იურიდიულ სამსახურბზე წვდომა, ინვესტირება მოვახდინეთ სატრანსპორტო კავშირებში, ხელი შევუწყვეთ გენდერულ თანასწორობას და დავეხმარეთ ათასობით სტუდენტს ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნირობის რეგიონს შორის მიმოსვლაში.   ვემზადებით რა 2020 წლისა და მის შემდგომ პერიოდისთვის, სწორედ ახლა არის დრო უფრო აქტიური მოქმედებისთვის. ჩვენს სწორ გზას ვადგავართ, მოდით გავაგრძელოთ ამ გზით სვლა.“

პრეზიდენტ იუნკერის მიერ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წერმოთქმული სრული სიტყვა იხილეთ აქ.

აღმოსავლეთ პარტნიორობას მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს: 20 კონკრეტული შედეგი 2020 წლისთვის

მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ამოცანაა. 2015 წელს რიგაში გამართული სამიტის შემდეგ ჩვენს შორის თანამშრომლობა ოთხ პრიორიტეტულ სფეროს ეფუძნება, ესენია:

  1. უფრო ძლიერი ეკონომიკა: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები;
  2. უფრო ძლიერი მმართველობა: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა;
  3. უფრო მტკიცე კავშირები: კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, ასევე, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში;
  4. უფრო ძლიერი საზოგადოება: მობილურობის ზრდა და ადამიანებს შორის კონტაქტები.

ამ პრიორიტეტების შესაბამისად ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა დღეს დაამტკიცეს ოცი კონკრეტული შედეგი, რომელთა მიღწევა უნდა განხორციელდეს კონკრეტული სამუშაო გეგმის მიხედვით და მიღწეულ უნდა იქნას 2020 წლისთვის. ეს შედეგებია:

  • სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ადგილობრივ ორგანიზაციებთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა და მათი უფრო მიზნობრივად მხარდაჭერა; 
  • ბიზნესის მხრადაჭერა და ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემა ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობის გზით;
  • პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება ისე, რომ მათ ისარგებლონ ერთმანეთთან და ევროკავშირთან არსებული ვაჭრობის შესაძლებლობებით;
  •  ინვესტირება ენერგოეფექტურობაში და  ენერგოეფექტურობის სფეროს რეფორმირება;
  • უკეთესი და უფრო უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების დამყარება 2030 წლისთვის გრძელვადიანი ინვესტირების საშუალებით, რაც განამტკიცებს კავშირებს როგორც პარტნორ ქვეყნებს შორის, ისე პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის;
  • ციფრული პაკეტი, რომელიც მოიცავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პარტნიორ ქვეყნებში ჰარმონიზებული როუმინგის ფასებისა და როუმინგის შემცირებული ფასების მიმართულებით, ინტერნეტთან უფრო იაფ და იოლი წვდომას ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიების შემოღებით და ციფრულ ინდუსტრიებში სამუშაო ადგილების შექმნის გზით;
  • ახალგაზრდობისა და განათლების ახალი, საფუძვლიანი მხარდაჭერა;
  • ახალი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის კომუნიკაციის სფეროში და სტრატეგიული კომიუნიკაციის გაძლიერება. 

სამიტზე მიღებული იქნა ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული მრავალმხრივი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ადგენს უფრო მტკიცე პოლიტიკურ მიმართულებას და  შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებულ მიდგომას ჩვენს ურთიერთობაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობა: პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს შედეგი 

2015 წლის რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ ევროკავშირსა და ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული. ასოცირების შეთანმხებები DCFTA–ს ჩათვლით საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ძალაში სრულად შევიდა  და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა, რომ ერთად იქნას დაძლეული მთავარი გამოწვევები, მოხდეს ეკონომიკური ინტეგრაცია და განვითარდეს ვაჭრობა. სამ ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანასა და ევროკავშირს  შორის ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ შეთანხმებების განხორციელება მოხდება ახლახანს დამტკიცებულ ასოცირების დღის წესრიგზე დაყრდნობით. მას შემდეგ, რაც გატარდა არაერთი სერიოზული რეფორმა, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის შემოღებულ იქნა შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლა. ასეთივე  რეჟიმი მოლდოვასთვის 2014 წლიდან იყო შემოღებული.

საქართველოსთან, სომხეთსა და ბელარუსთან ურთიერთობაც უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა. დღეს ევროკავშირმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ფართომასშტაბიან და უფრო ინტენსიური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ეს ახალი შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირსა და სომხეთს უფრო მჭიდროთ ითანამშრომლონ ერთიანი გამოწვევების დასაძლევად და არსებული შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად. წინსვლა იქნა მიღწეული აზერბაიჯანთან ახალი ჩარჩო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში; ბელარუსთან ურთიერთობა ახლადშექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის წყალობით ვფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. სამ ქვეყანასთან ჩვენი სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები შექმნის დახმარების ახალ სტრატეგიულ ჩარჩოს. შეთანხმდა პარტნიორობის პრიორიტეტები სომხეთთან და მიმდინარეობს პარტნიორობის პრიორიტეტებზე მსჯელობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან.

ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაიდო ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმება,

რომლითაც გაუმჯობესდება ორივე მხარის ავიახაზების ბაზარზე წვდომა, შეიქმნება უფრო მჭიდრო კავშირები, რაც უზრუნველყოფს  უფრო მეტ არჩევანს, უკეთეს მომსახურებას და უფრო დაბალ სამგზავრო ტარიფებს მგზავრებისთვის. შეთანხმება, რომელიც ევროკომისიის საავიაციო სტრატეგია ევროპისთვის  ნაწილია დაადგენს ერთიან მარეგულირებელ ჩარჩოს, მაგალითად საავიაციო უსაფრთხოებისა სფეროში.

სატრანსპორტო კავშირების სფეროში ევროკავშირის პარტნორები შეთანხმდნენ ინდიკატიური რუკების შესახებ, რომლებზე დაყრდნობით მოხდება ევროკავშირის ტრანსევროპული მთავარი სატრანსპორტო ქსელის პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელება, რაც უფრო ინტენსიურს გახდის სატრანსპორტო კავშირებს და მოახდენს ინფრასტრუქტურაში საერთო პრიორიტეტების განსაზღვრას. ამ მიზნით სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მაღალი დონის ურთიერთგაგების მემორანდუმებს .                         

აღმოსავლეთ პარტნიორობა საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით განისაზღვრება 

სამიტისთვის მზადების წინა პერიოდში რამდენიმე მნიშველოვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც გულისცხმობდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ბიზნესის, პარლამენტების და სხვა ჯგუფების წარმომადგენელთა მონაწილეობას. ეს ჩართულობა გვიჩვენებს, რომ ევროკავშირი სცდება მთავრობათაშორის ურთიერთობებს და საზოგადოების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. 2017 წლის სამიტამდე პერიოდში შემდეგი ღოისძიებები ჩატარდა:

იხ: მედია კონფერენციის შესახებ საინფორმაციო ფურცელი

იხ: ელექტრონული საინფორმაციო ფურცელი

იხ:    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორმუმის საინფორმაციო ფურცელი

იხ: აღმოსავლეთ პარტნიორბის ბიზნეს ფორუმის საინფორმაციო ფურცელი

იხ: ევროკავშირის დახმარება ბიზნესისთვის სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკაში  და უკრაინაში.

More information:

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტის ვებგვერდი   

სამიტის ერთობლივი დეკლარაცია

საინფორმაციო ფურცელი–20 ხელშესახები შედეგი 2020 წლისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობა - მთავარი პრიორიტეტები და შედეგები (სამუშაო დოკუმენტი)

მითები და ფაქტების აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტის იუნკერის სიტყვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე   

პრესრელიზი: ახალი შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის  

Factsheet: ევროკავშირი და სომხეთი– ახალი შეთანხმება

Factsheet: საავიაციო შეთანხმება სომხეთთან

ფაქტები და რიცხცვები ევროკავშირის ურთიერთობებში: სომხეთთან; აზერბაიჯანთან; ბელარუსთან; საქართველოსთან; მოლდოვასთან ; უკრაინასთან

ევროკავშირის წარმომადგენლობების ვებგვერდები: Armenia; Azerbaijan; Belarus; საქართველო;  the Republic of Moldova; Ukraine