აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნესის მხარდამჭერი მენეჯერების ტრენირებისათვის აუცილებელი ევროკავშირის ექსპერტები

 

აღმოსავლეთის ინვესტირება 2 პროგრამა იწვევს ევროკავშირის ექსპერტებს, რათა მონაწილეობა მიიღონ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO-ები) უმაღლესი რგოლის მენეჯერების ტრენინგის აკადემიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP-ი) ქვეყნებში.

BSO -ისსტრატეგიული დაგეგმარების აკადემია გაიმართება 2017 წ. 8-11 მაისს ვესტერჰამში, გერმანია და ორგანიზებულია აღმოსავლეთის ინვესტირება 2-ის - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც გამიზნულია ბიზნესის (მხარდამჭერ) ორგანიზაციებზე (BSO-ები) და SME-ებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში.

აკადემიის პერიოდში ევროკავშირის ექსპერტები წაიკითხავენ ხუთ კურსს:

  1. სტრატეგიულად აზროვნების სწავლა
  2. რისკების მართვა: გარე და შიდა რისკები BSO-თვის
  3. მენეჯმენტის შეცვლა: გარე კონკურენციისათვის თვალის გასწორება
  4. საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა
  5. სტრატეგიული საინფორმაციო საქმიანობა და კომუნიკაცია.

მოსალოდნელია სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან BSO-ების უმაღლესი რგოლის ოცდაათი ხელმძღვანელის მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებულია EU4Business-ის პარტნიორი ორგანიზაციის - EUROCHAMBRES-ის მიერ UEAPME-თან ერთად.

EU4Business-ის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს BSO-ებს ხსენებულ ქვეყნებში, როგორც წევრ ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ უნარი ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობებს და SME-ებს შორის.

კურსი აცნობიერებს ნათელი სტრატეგიის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას BSO-ების წარმატებული ფუნქციონირება და წვლილის შეტანა გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებაში EaP-ის ქვეყნებში.

აკადემია განიხილავს, თუ რატომ საჭიროებს BSO სტრატეგიულ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს მისი შედგენა, როგორ მოხდეს მისი საუკეთესოდ გამოყენება და უზრუნველყოფს, რომ გეგმას მხარს უჭერდეს BSO-ის პერსონალი და ამდენად, წარმატებით ახდენდეს მის რეალიზაციას.

შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაციის ფორმა უნდა გაეგზავნოს ელ-ფოსტით ირინა ტიხონოვას (tikhonova@eurochambres.eu), ასლი კი - მარუსა ბენკიჩს:(benkic@eurochambres.eu) 2017 წ. 10 აპრილამდე (ჩათვლით).

დამატებითი ინფორმაცია და მიმართვის ფორმა იხ. აქ