100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (მსს) საქართველოში

საქართველო
 | 

 

ახალი ფინანსური პაკეტი 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, რომელიც ორგანიზებულია EU4Business პროგრამის ფარგლებში, საშუალებას მისცემს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება მსს-ებს საქართველოში.

დაფინანსება, ეროვნულ ვალუტაში (ლარი), განხორციელდება თიბისი ბანკის საშუალებით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო დაწესებულებაა. 60 მილიონი აშშ დოლარი გამიზნულია მსს-ების დახმარებისთვის, რომ მათ დააკმაყოფილონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც საქართველოს დადებული აქვს ევროკავშირთან. 20 მილიონი აშშ დოლარი გამიზნულია „ქალები ბიზნესში“ პროგრამისთვის, რომელიც ეხმარება მსს-ებს, რომლებსაც მართავენ ქალები. ასევე 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოეყოფა სხვა ადგილობრივ მსს-ებს.

პროექტი ასევე რჩევებს მისცემს მსს-ებს, თუ როგორ გაზარდონ მათი ტექნიკური, მენეჯერული, მარკეტინგული ცოდნა და საინვესტიციო პროექტების განვითარების შესაძლებლობები.

დაფინანსება საშუალებას მისცემს თიბისი ბანკს, გაზარდოს მისი საშუალოვადიანი დაკრედიტება მსს-ების სექტორის მიმართ საქართველოში, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ბანკს, რომელსაც გააჩნია ჯანსაღი რეპუტაცია ადრეული ტრანსფორმაციის ქართულ ბაზარზე, — მიუთითებს EBRD.

გარდა ამისა, თიბისი ბანკი მიიღებს 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზს ექვსი წლის ვადით, რომ განავითაროს მსს-ების გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში სხვადასხვა ბიზნეს-სეგმენტში საქართველოს მასშტაბით.

EBRD-EU4Business დაკრედიტების შესაძლებლობები დახმარებას გაუწევს ადგილობრივ მსს-ებს მოდერნიზაციაში, მათი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და მომსახურების განახლების საშუალებით, ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს გაზრდილ კონკურენციას და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.