ინვესტირების ათწლეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებში: EU4Business-ის საიუბილეო ანგარიში

სომხეთი |  აზერბაიჯანი |  ბელარუსი |  საქართველო |  მოლდოვა |  უკრაინა |   | 
EU4Business-ის ანგარიშები

EU4Business-ის საიუბილეო ანგარიში აღნიშნავს ინიციატივის მე-10 წლისთავს 2019 წელს. ჩამოყალიბებული და ამავე დროს სწრაფად განვითარებადი EU4Business ერთ-ერთი საფლაგმანო ინიციატივა გახდა აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის, რომელიც ასახავს ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ურთიერთობის განვითარებას უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. EU4Business აღნიშნავს თავის მე-10 წლისთავს 49 პროგრამითა და პროექტით. ეს პროგრამები და პროექტები ევროკავშირის 417 მილიონი ევროს ოდენობის ფულად ვალდებულებას ითვალისწინებს, რომელიც EU4Business-ის 3 მილიარდი ევროიანი ბიუჯეტის საფუძველში დევს.

წინამდებარე საიუბილეო ანგარიში სთავაზობს მკითხველს ზუსტ ინფორმაციას EU4Business ინიციატივის 10 წლიანი ისტორიის შესახებ, მისი ძირითადი ეტაპების, მთავარი ფაქტების, ციფრებისა და მიღწევების განხილვით.