EU4Business-ის 2018 წლის ქვეყნის ანგარიში – საქართველო

საქართველო |   | 
EU4Business-ის ანგარიშები

EU4Business-ის ქვეყნის ამ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური და ბიზნეს -გარემოს სიღრმისეული შეფასება, იმ გარემოს ჩათვლით, რომელშიც მცირე და საშუალო საწარმოები მუშაობენ. განსაკუთრებული ყურადღება, შესაბამისად, გამახვილებულია ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ეხმარება EU4Business-ის პროექტის პორტფელი ამ მიზანს. მასში ასევე გაანალიზებულია სხვა დონორი და საჯარო სექტორის პროგრამები, რომლებიც, დეფიციტისა და სამომავლო საჭიროებების შეფასებით, ორიენტირებულია მცირე და საშუალო საწარმოებზე.

EU4Business-ის სამდივნომ მოამზადა ქვეყნის ეს მესამე ანგარიში აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP-ის) თითოეულ ქვეყანაში EU4Business ინიციატივის განვითარების შედეგებისა და მიღწევების გასაანალიზებლად. 2018 წლის ქვეყნის ანგარიშები შეიცავს ორ დამატებით ელემენტს: მცირე და საშუალო მეწარმეების გამოკითხვის შედეგებსა და EU4Business-ის დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში გამართული მრგვალი მაგიდების შედეგს. ანგარიშის სხვადასხვა სექციებში მოცემულ კვლევაში განხილულია EU4Business-ის ოთხი ძირითადი კომპონენტი, შეფასებულია პროგრესი და გაცემულია რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს.

ასევე მოცემულია იმ მცირე და საშუალო მეწარმეების გამოკითხვის შედეგები, რომლებიც სარგებლობენ EU4Business-ის დაფინანსების მექანიზმით. ისინი გადმოსცემს EU4Business-ის ზემოქმედების მიმოხილვას თავად ბენეფიციარი საწარმოების ხედვით. აქ წარმოდგენილი მასალები დაეხმარება საქართველოში რეფორმების განხილვას და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის კლიმატისა და მარეგულირებელი ჩარჩოების დამატებით გაძლიერებას.