2019 წლის EU4Business-ის ანგარიში კონკრეტული ქვეყნისთვის - საქართველო

საქართველო |   | 
EU4Business-ის ანგარიშები

კონკრეტული ქვეყნისთვის შედგენილი EU4Business-ის წინამდებარე ანგარიში გთავაზობთ საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური და ბიზნეს გარემოს სიღრმისეულ შეფასებას, მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის გარემოს ჩათვლით. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და იმას, თუ როგორ უწყობს ხელს ამ მიზანს EU4Business პროექტის პორტფოლიო.

EU4Business-ის სამდივნომ მოამზადა ეს მეოთხე ანგარიში კონკრეტული ქვეყნისთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში EU4Business ინიციატივის განვითარებისა და მიღწევების გასაანალიზებლად. ანგარიშის სხვადასხვა ნაწილში განხილულია EU4Business-ის ოთხი ძირითადი კომპონენტი, შეფასებულია მისი მიმდინარეობა და მოცემულია საქართველოსთვის რელევანტური რეკომენდაციები.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესის ფოკუსირების ჯგუფისა და შესაბამისი მონაწილეების მრგვალი მაგიდების შეფასების დეტალური შედეგები მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებით. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის გარემოს და სამართლებრივი ბაზის შემდგომ გაუმჯობესებას.