ბიბლიოთეკა

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის 2016 წლის ანგარიშში შეფასებულია მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკაში მიღწეული პროგრესი აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ევროპის მცირე ბიზნესის შესახებ ევროკავშირის კანონის (SBA) პრინციპების გათვალისწინებით. ის მოჰყვება 2012 წელს გამოცემულ პირველ ვერსიას.

EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით, EBRD მუშაობდა „ABC ფარმაცია“-სთან, საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელთან, რათა დანერგოს შესაბამისი საშუალებები კომპანიის ზრდის ხელშესაწყობად ავსტრიის საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით, EU4Business პროგრამის „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“ ფარგლებში.

ვიდეოში განხილულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირსა და საქართველოს შორის; ახსნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შეთანხმებას ქართული საწარმოებისთვის, რა უნდა გააკეთონ საწარმოებმა, რათა ისარგებლონ DCFTA-ს მიერ გათვალისწინებული შეღავათებით; რა ინვესტიციები უნდა განახორციელონ სტანდარტებთან შესაბამისობისა და კონკურენტუნარიანობის მიღწევის მიზნით და როგორ

ვიდეო აჩვენებს EU4Business პროექტის „East Invest 2“-ის მოღვაწეობას საქართველოში, რომელიც დახმარებას უწევს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, ევროკავშირთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების საქმეში. ვიდეოში ნაჩვენებია ბაია აბლაძე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ღვინოს აწარმოებს საქართველოში.

კერძო კლინიკა საქართველოში იყენებს აპარატურის მართვის უნიკალურ პროგრამას, თავისი პაციენტებისთვის გაუმჯობესებული ჯანდაცვის მომსახურების შეთავაზების მიზნით. EBRD-ის პროგრამამ „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, უზრუნველყო საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც დაეხმარნენ კლინიკას პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში.

ვიდეოში წარმოდგენილია EU4Business პროექტის „East Invest 2“-ის მიზნები და საქმიანობა.

ბიზნესის განვითარების ჯგუფის სხდომა გაიმართა 24-25 ოქტომბერს ერევანში, სომხეთში. EaP-ის 6 ქვეყნის, ევროკავშირის ქვეყნებისa და ევროკავშირის ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ სხვა ორგანიზაციების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად, რათა განეხილათ, როგორ მოეხდინათ SME სექტორში ინოვაციისა და ზრდის სტიმულირება.

ორმა მეწარმე ქალბატონმა საქართველოში შეიმუშავა მომგებიანი მარკეტინგული სტრატეგია თავისი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად, რომლის მიზანია მაღალხარისხიანი ჩაის გაყიდვა. ეს შესაძლებელი გახდა EBRD-ს პროგრამის დახმარებით „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 4Business ინიციატივის ფარგლებში.