ბიბლიოთეკა

EU4Business-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის მიერ განხორციელებული კვლევა კინოწარმოების  შემადგენელი ნაწილის - პოსტ-პროდაქშენის მიმართულებით.  კვლევაში აღწერილია დარგში არსებული სიტუაცია, მოცემულია ღირებულებათა ჯაჭვის აღწერა, წახალისების არსებული მექანიზმები და  შესაძლებლობები, ასევე, რეკომენდაციები სექტორის განვითარების შესახებ.

EU4Business-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის მიერ განხორციელებული საფეიქრო და ტანსაცმლის დარგის კვლევის მიზანია პრაქტიკული და ყოვლისმომცვლელი ანალიზის წარმოადგენა და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციისა და ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობების გამოვლენა.

EFSE-ს მიზანია ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის და მის მეზობელ რეგიონებში დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით, უმთავრესად, მიკრო და მცირე საწარმოებისა და კერძო საოჯახო მეურნეობების მდგრადი განვითარებისთვის, კვალიფიციური ფინანსური დაწესებულებების მეშვეობით.
ქვემომოყვანილი ვიდეო მოიცავს 2009 - 2016 წლების ძირითადი მიღწევების მიმოხილვას და ასევე EU4Business ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგს.
EU4Business-ის ანგარიშები
|  | Georgia
EU4Business ანგარიში უზრუნველყოფს საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს და ასევე წარადგენს EU4Business-ის პროექტებს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება ქვეყანაში. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას არსებულ ეროვნულ პოლიტიკებზე და შემდგომ ზომებზე, რომლებიც დაგეგმილია ეროვნულ სტრატეგიაში მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის. 
და რთული ოპერაციული გარემო, რომელიც მოიცავს მაღალ საგადასახადო ტარიფებს, კორუფციას და პოლიტიკურ არასტაბილურობას.
 

ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული სავაჭრო ბაზრობის წარმატებული ორგანიზაციისა და ვაჭრობის სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა სავაჭრო შოუები.

 

საკონტროლი სია ექსპორტისთვის და EU4Business-ს მიერ „East Invest“ პროექტის წარდგენა, სადაც მოცემულია მცირე და საშუალო საწარმოების სათანადო მომზადების მნიშვნელობა, საექსპორტო ბაზრების გაფართოების გათვალისწინებით.

პუბლიკაციები
|

ორი ათწლეულის მანძილზე, დაწყებული 1980 წლების შუა პერიოდიდან 2000 წლების შუა პერიოდამდე, წარმოების გლობალიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის სწრაფი გაფართოება უდავოდ დომინანტური ეკონომიკური ტენდენცია იყო განვითარებად და მაღალშემოსავლიან ეკონომიკებში. ბოლო წლებში ძლიერი ეკონომიკური რყევების შემდეგ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკა უფრო სტაბილური განვითარების გზას უბრუნდება.