ბიბლიოთეკა

ვიდეოები
|  | Georgia

ვიდეო ასახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და EU4Business–ის მხარდაჭერას საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის მათ გზაზე თავისუფალი ეკონომიკისკენ, მათ დახმარებას სესხების და გრანტების მიღებაში და ტექნიკური დახმარებით გაწევას ევროკავშირის დირექტივების შესაბამისობაში ყოფნის მიზნით დანადგარებში საინვესტიციოდ, EU4Business-ის EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით.

EU4Business-ის პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც შეიცავს პროექტის მოკლე მიმოხილვას, პროექტის მნიშვნელოვან მიღწევებს მისი ოთხი კომპონენტის, მათ შორის, ავეჯის, ტანსაცმლის, კინოს წარმოებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დარგში კლასტერების განვითარების მიმართულებით.

2009 წლიდან ევროკავშირმა გასცა 35 მლნ. ევრო 63,000 ქართული კომპანიის მხარდასაჭერად. ის სთავაზობს კომპანიებს დაფინანსებას, ტრენინგებს, მხარდაჭერას პროდუქციის ახალ ბაზრებზე ექსპორტირებისათვის. გაიგე მეტი #EU4Business ინიციატივების შესახებ #საქართველოში http://eu4business.eu/georgia

თბილისში მდებარე მოდის ქართულმა სახლმა - „მატერიამ“ ახალ სამკერვალო ფაბრიკაში აღჭურვილობის გასაახლებლად და სამუშაო სივრცეში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის დასამკვიდრებლად დაფინანსება მიიღო. ეს კომპანიას დაეხმარება, მაქსიმალურად აითვისოს მსოფლიოს ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი - ევროკავშირი.

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში და მისი მიზანია პოლიტიკური კავშირების დამყარება და ეკონომიკური ინტეგრაცია.

ვიდეორეპორტაჟი აშუქებს მე-4 აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმის მთავარ მიღწევებს და სიტყვით გამოსულ მონაწილეებს. ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 26-27 ოქტომბერს შემდეგი თემის გარშემო: „ციფრული ეკონომიკა: ინოვაციური პლატფორმა საზღვრებს გარეშე გამჭვირვალე ბიზნესისათვის“.

ეს რეგიონალური მემორანდუმი,  მიღებულია East Invest 2-ის პროექტის კონფერენციაზე კიევში 2017 წლის 21 ივნისს,რომელიც შემუშავებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექსი ქვეყნის 200-მდე ბიზნეს-ასოციაციის მონაწილეობით.

მოგესალმებით ახალ ვებგვერდზე eu4business.eu: განახლებული პორტალი გთავაზობთ ახალ სამომხმარებლო ინტერფეისს, რომელიც დაფუძნებულია ქსელის გაუმჯობესებულ საკომუნიკაციო ნაკადზე, ინფორმაციის ფართო ხელმისაწვდომობაზე და გაფართოებულ შინაარსზე – ერთიანი პორტალი, რომელიც წარმოგიდგენთ ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში.

EU4Business-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის მიერ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დარგის შეფასება. ანგარიშში განხილულია დარგში არსებული სიტუაცია, ზრდის ძირითადი შემაფერხებელი გარემოებები და ურთიერთდახმარების შესაძლებლობა კლასტერული განვითარების მეშვეობით.