ბიბლიოთეკა

ევროკავშირი, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაფინანსებას, ტრენინგს და ექსპორტის მხარდაჭერას ქართული კომპანიებისთვის ახალი ბაზრების ასათვისებლად.

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (EFSE) გამოაქვეყნა გავლენის ანგარიში დღეს, რომელიც ასახავს ფონდის წარმატებებს მეწარმეების, როგორც მიკრო და მცირე საწარმოების წამყვანი რგოლის მხარდაჭერის კუთხით, რომელიც წამოადგენს ფონდის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ ხერხემალს.

პროექტის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს პროექტის ჩარჩოს და მიმართულებებს, ასევე ინფორმაციას პროექტის სამარკო ინიციატივის - ბიზნეს კლასტერების განვითარების შესახებ.

რას მიაღწია EU4Business ინიციატივამ 2009-2017 წლებში? იხილეთ ვიდეო, რათა გაიგოთ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამდენი SME სესხი გაიცა, რამდენმა ბიზნესმა ისარგებლა საკონსულტაციო მხარდაჭერით ან ტრენინგით და რა მიმართულებებით გაუმჯობესდა ბიზნეს-გარემო.  

შეხვდით გულნარას, მეინს, ლუდმილას, ანდრის, პეტრეს და სხვებს. ყველა მათგანი EU4Business-ის ბენეფიციარია ფინანსებისა და პროფესიული ცოდნის სფეროში. ისინი გვიამბობენ, როგორ დაეხმარა მათ ევროკავშირი თავიანთი ბიზნესის გარდაქმნაში. EU4Business-ის წარმატების ისტორიების ფოტო გამოფენა, სადაც ნაჩვენებია, რა დახმარებას უწევენ მეწარმეებს ევროკავშირის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ჩვენი ფინანსური და საკონსულტაციო პროექტები, რომელთაც EU4Business ინიციატივის 20 პარტნიორი ახორციელებს.

EU4Business-ის პირველი წლიური ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2016-2017 წლებში ინიციატივის დინამიკა და მიღწევები, ისევე როგორც საერთო კონსოლიდირებული მაჩვენებლები მას შემდეგ, რაც ინიციატივა დაიწყო 2009 წელს. ანგარიშში ასევე დასახულია წინსვლის გზა, რომელიც ეფუძნება EU4Business-ის დაინტერესებულ მხარეებთან ვრცელ კონსულტაციებს.

„ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მოიყარონ თავი, შეიმუშავონ საერთო შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე, განიხილონ თითოეული მათგანის წინაშე მდგარი პრობლემები და EU4Business -ის შემდგომი განვითარების პერსპექტივა“. 2018 წლის გაზაფხულზე ეროვნული მრგვალი მაგიდის შეხვედრები გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, სადაც შეიკრიბნენ EU4Business-ის დაინტერესებული მხარეები - ევროკავშირის დელაგაციები, საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების, ეეროვნული მცირე და საშუალო საწარმოების სააგენტოების, ეკონომიკის სამინისტროს, კომერციული ბანკების, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, პროექტის ძირითადი შემსრულებლები და სხვა დაკავშირებული მხარეები. დასკვნები, რომლებიც აღწერილია EU4Business-ის ყოველწლიურ ანგარიშში, მოიცავს უნიკალურ ხედვას, რომელიც ეფუძნება EU4Business-ის ყველა ძირითადი პრინციპისა და ინიციატივის დეტალურ ერთობლივ განხილვას.

EU4Business-ის ქვეყნის ამ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური და ბიზნეს -გარემოს სიღრმისეული შეფასება, იმ გარემოს ჩათვლით, რომელშიც მცირე და საშუალო საწარმოები მუშაობენ.

აღნიშნული პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.