ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელშემწყობი რეგიონალური პროექტები

2010 წლიდან EU4Business-ის აღმოსავლეთში ინვესტირების პროექტები (აღმოსავლეთში ინვესტირება 1 - 2010-2017 წწ. და აღმოსავლეთში ინვესტირება 2 - 2014-2017 წწ.) ხელს უწყობდა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, კერძოდ, მათი გაწევრიანების ბაზის დახვეწას, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების მომსახურების სპექტრის გაზრდას, მათ მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მოთხოვნების გაცნობას და ადგილობრივ თვითმმართველობებთან სახელმწიფო და კერძო სექტორების დიალოგში ჩართვას. ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელშეწყობისა და EU business ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების საბოლოო მიზანია ინვესტიციებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისება და ხელშეწყობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

აღმოსავლეთში ინვესტირება 1-ის ფარგლებში ჩატარდა 24 მცირე და საშუალო საწარმოს წარდგენითი ტურნე ევროკავშირის 17 წევრ ქვეყანაში. ტურნეში ჩართული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 9 ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია, ევროკავშირის 22 ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის 400 მცირე და საშუალო საწარმო და ევროკავშირის 1 000 კომპანია. წარდგენითი ტურნეს პერიოდში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოებს შორის გაფორმდა 22 საქმიანი ხელშეკრულება.

გარდა ამისა, ორგანიზებული იყო 55 ინდივიდუალური გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების 130-მდე წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო 6 ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის აკადემიაში (ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის მართვისა და ადვოკატირების საკითხზე), განხორციელდა 15 „დაძმობილების“ პროექტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის, შემუშავდა პროექტის მენეჯმენტის სასწავლო კურსები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. აღნიშნულმა გაცვლებმა კონკრეტული შედეგი იქონია, კერძოდ, ხელი შეუწყო ბიზნეს-მომსახურების, შიდა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესებას, მომსახურების მიწოდებას რეგიონალურ დონეზე, მეწარმე ქალებისთვის მომსახურების განვითარებას და ბიზნეს ინკუბატორების მუშაობის დახვეწას. ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის აკადემიების შედეგად, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში ახალი მომსახურება და ინიციატივები დაინერგა, როგორიცაა ახალი საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება, სემინარები პროფესიული ტექნიკური განათლებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნა. ასევე, გაუმჯობესდა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების სტრატეგიები და მარკეტინგული საქმიანობა.

აღმოსავლეთში ინვესტირება 2 უფრო კონკრეტულადაა მიმართული ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეებზე, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (აგრარული და აგრო გადამუშავების დარგებიდან) სასწავლო კურსების მოწყობაზე ევროკავშირთან ბიზნესის წარმოების საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად, რასაც ხელს უწყობს ვიზიტები ევროკავშირის პოტენციურ საქმიან პარტნიორებთან და იმის შეცნობა, თუ როგორ უნდა აწარმოო ბიზნესი ევროპაში აღმოსავლეთში ინვესტირება 1-ის წარდგენითი ტურნეს მეშვეობით. 300-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ და ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ გაიარა სწავლება 12 მცირე და საშუალო საწარმოების აკადემიაში საექსპორტო მზადებაზე, DCFTA-ს მოთხოვნებსა და ევროკავშირის კანონმდებლობაზე აგრო სასურსათო დარგში, ასევე მარკეტინგის მეთოდებსა და საერთაშორისო საქმეებში მონაწილეობის მიღებაზე. აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების 130 მეტზე წევრმა მონაწილეობა მიიღო ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების აკადემიაში, სადაც მათ გაიარეს სწავლება ადვოკატირების, ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის, შემოსავლის ფორმირების & მომსახურების, წევრობისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებზე. ამასთან ერთად, განხორციელდა 24 ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის გაცვლა (ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის), სადაც ძირითადად ყურადღება ეთმობოდა ინტერნაციონალიზაციას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შიდა მენეჯმენტის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად, პროექტში მონაწილე აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში 140-ზე მეტი ახალი მომსახურება დაინერგა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად. ამასთან ერთად, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების წევრობა თითქმის 14%-ით გაიზარდა (გაწევრიანდა სულ 550 ახალი წევრი). გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების „დაძმობილების“ პროექტებისა და გაცვლების შედეგად ხელი მოეწერა სხვადასხვა სახის 16 თანამშრომლობის ხელშეკრულებას. აქედან 11 ხელშეკრულება აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის; მოსალოდნელია კიდევ 16 ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.

პროექტის ფარგლებში, 2017 წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე ტალინში წარდგენილი იყო რეგიონალური მემორანდუმი , რომელიც შემუშავდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის 200-მდე ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით და შეიცავდა რიგ რეკომენდაციებს „ბიზნესის განვითარებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და საუკეთესო ბიზნეს კლიმატის შესაქმნელად“.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პროექტები დასრულებულია, შეიქმნა 200-ზე მეტი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან - მიღწევა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების სამომავლო განვითარებას პროექტის ფარგლებს გარეთ.