ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციების და მომსახურების სხვა პროვაიდერების დახმარება

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები (როგორიცაა სავაჭრო პალატები, დარგობრივი და სხვა ბიზნეს ასოციაციები) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაში, კერძოდ, აწვდიან მათ რჩევას და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას, ხელს უწყობენ ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას და წარმოადგენენ მცირე და საშუალო საწარმოების ინტერესებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგში.

EU4Business მხარს უჭერს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, როგორც რეგიონალურ დონეზე - აღმოსავლეთში ინვესტირების პროექტების მეშვეობით, ისე ნაციონალურ დონეზე, ორმხრივი პროექტების განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგის მხარდაჭერაზე.