ევროკავშირის გარე საინვესტიციო გეგმა

ევროკავშირის გარე საინვესტიციო გეგმა (EIP) – მიღებული 2017 წლის სექტემბერში – მიზნად ისახავს ინვესტიციების წახალისებას პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირის სამეზობლო რეგიონსა და აფრიკაში. ინვესტიციების მობილიზებით და მოზიდვით, EIP ხელს უწყობს ყოვლისმომცველ ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად განვითარებას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრიორიტეტულ საინვესტიციო დარგებს, როგორიცაა:

  • მდგრადი ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა
  • მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) დაფინანსება
  • მდგრადად განვითარებადი სოფლის მეურნეობა, სოფლის მეწარმეები და აგრობიზნესი
  • მდგრადად განვითარებადი ქალაქები
  • ციფრული ტექნოლოგიების განვითარება

EIP პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება:

გარე საინვესტიციო გეგმა ეყრდნობა ევროკავშირის გამოცდილებას რვა რეგიონალური საინვესტიციო მექანიზმის დანერგვაში ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, კეთილმეზობლობის საინვესტიციო ფონდის (NIF) ჩათვლით . 2007 წელს ევროკავშირის პირველი შერეული დაფინანსების მექანიზმის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის 3,4 მილიარდი ევროს გრანტებმა მოიზიდეს 26 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები. პარტნიორ ქვეყნებში საერთო საინვესტიციო მოცულობამ დაახლოებით 57 მილიარდი ევრო შეადგინა.

EU4Business-ის პროგრამა „ქალები ბიზნესში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის მაგალითია, რომელიც უფრო აქტიურად განხორციელდება გარე საინვესტიციო გეგმის დახმარებით. ამჟამად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა 4,8 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინვესტიციების მოზიდვას 54,3 მილიონი ევროს ოდენობით.

ევროკავშირის მიერ EIP-თვის გამოყოფილი 4,1 მილიარდი ევრო 2020 წლამდე 44 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავს.

დააწკაპუნეთ აქ ევროკავშირის გარე საინვესტიციო გეგმის პორტალზე გადასასვლელად.

 

გარე საინვესტიციო გეგმის 2017 წლის საინფორმაციო ბიულეტენის ჩამოტვირთვა