ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელშემწყობი რეგიონალური პროექტები

EU4Business ინიციატივის ფარგლებში არსებული რამდენიმე ორმხრივი პროექტი ასევე მხარს უჭერდა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების განვითარებას ცალკეულ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში:

საქართველო

  • სხვა საქმიანობასთან ერთად, EU4Business-ის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ (2015-2019) მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერებას, მათ შორის ადვოკატირებას და გარკვეული საკითხების ლობირებას, რომლებიც გავლენას ახდენს მცირე და საშუალო საწარმოებზე DCFTA-ს კონტექსტში. ამასთან ერთად, ძირითადი ყურადღება ეთმობა ბიზნესის წევრობის ორგანიზაციებისა (BMO) და ბიზნესის მომსახურების ასოციაციების მხარდაჭერას. ის ასევე ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროფესიული ტექნიკური დახმარებისა და ბიზნესის განვითარების სერვისების გაუმჯობესებას (ტრენინგი, ინფორმაციის მიწოდება, ზედამხედველობა, სწავლება, საერთაშორისო ქსელის მხარდაჭერა), მათ შორის, კლასტერული, ქსელური და საქმიანი თანამშრომლობის ინიციატივების მხარდაჭერის მეშვეობით.
    მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში